არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბეთელის ექსკურსიები

გულთბილად გიწვევთ ჩვენი ფილიალების ექსკურსიებზე. ზოგ ფილიალში შეგიძლიათ ექსკურსიამძღოლის გარეშე დაათვალიეროთ გამოფენები.

ექსკურსიების განახლება: 2023 წლის 1 ივნისიდან არაერთი ქვეყნის ფილიალში განახლდა ბეთელის ექსკურსიები. ექსკურსიების დაჯავშნისთვის დაუკავშირდით ფილიალს. გთხოვთ, ნუ მოხვალთ ექსკურსიაზე, თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი, თუ გაქვთ გრიპის ან გაციების სიმპტომები ან თუ ახლახან კონტაქტი გქონდათ მასთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ინფორმაცია ექსკურსიის შესახებ

დაჯავშნა

იხილე ან შეცვალე ჯავშანი

ჩამოტვირთე საინფორმაციო ბროშურა

გამოფენები

მიმღები: შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, თუ რა ხდება კულისებს მიღმა ბეთელში და როგორ უჭერს მხარს ბეთელის საქმიანობა წმინდა თაყვანისცემას.

სტამბა, მიმღები 2: უყურებთ ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ადგილობრივ ენებზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა და ბეჭდვა. გადასახედი აივნიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ ბეჭდვის პროცესს. ბიბლიის გამოფენაზე იხილავთ, თუ როგორ გამოიყენებოდა ღვთის სახელი ბიბლიაში ზოგიერთ ადგილობრივ ენაზე.

სტამბა, მიმღები 3: გადასახედი აივნიდან შეგიძლიათ დაინახოთ ტრანსპორტირების განყოფილების მთლიანი სართული და ტაბლა, სადაც მოცემულია, გასაგზავნად გამზადებული ლიტერატურის დანიშნულების ადგილები. ვიდეოებში ნახავთ, როგორ მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების დარბაზების მშენებლობა, ლიტერატურის ტრანსპორტირება; აგრეთვე იხილავთ, როგორ მზადდება აუდიო და ვიდეო პუბლიკაციები.

დამატებითი ინფორმაცია: სპეციალურად დანიშნული ავტობუსები მოგემსახურებიან გადაადგილებისთვის. სტუმრებს შეუძლიათ მოიწყონ პიკნიკი მათთვის განკუთვნილ დასასვენებელ ადგილებში.

მისამართი და ტელეფონის ნომერი

მდებარეობა