არჩეულ მასალაზე გადასვლა

JW.ORG — ვებ-გვერდი, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის

JW.ORG — ვებ-გვერდი, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის

ხალხი მთელ მსოფლიოში სარგებლობს ჩვენი ვებ-გვერდით jw.org. ქვემოთ გაეცნობით მადლიერების გამომხატველ წერილებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში 2014 წლის მაისის ჩათვლით მიიღეს.

როგორ ეხმარება პატარებს

«ჩემი პატარა ხშირად მოსულა სახლში ფანქრებით, სათამაშოებით და მზის სათვალითაც კი, რომლებიც მისი მეგობრების იყო. არაერთხელ გვიცდია მისთვის აგვეხსნა, რომ ასეთი საქციელი ქურდობის ტოლფასია, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ვერაფერს გავხდით, სანამ ვებ-გვერდიდან jw.org ვიდეორგოლი „ქურდობა არ შეიძლება“ არ ჩამოვტვირთეთ. ეს სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ჩვენს შვილს სჭირდებოდა. ამ ვიდეორგოლის ყურების შემდეგ მან გვითხრა, რომ ყველაფერს უკან დააბრუნებდა. ჩვენმა პატარამ ახლა უკვე იცის, რომ ქურდობა ღმერთს არ მოსწონს. ეს ვებ-გვერდი ძალიან დაგვეხმარა!» (დ. ნ. აფრიკა).

«ვიდეორგოლი „ქურდობა არ შეიძლება“ ... სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ჩემს შვილს სჭირდებოდა».

„ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ვებ-გვერდი jw.org. ისინი ხშირად ტვირთავენ ვიდეორგოლებს, საიდანაც იგებენ, რას ამბობს ბიბლია ქურდობასა და ტყუილის თქმაზე და შემდეგ შესაბამისად იქცევიან. ამ ვებ-გვერდის წყალობით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ და უფრო მეტიც, მომავალში საზოგადოების ღირსეული წევრებიც გახდებიან“ (ო. უ. ვესტინდოეთი).

როგორ ეხმარება სკოლის მოსწავლეებს

«სკოლაში სიარული ტვირთად მექცა და ამიტომ სწავლისთვის თავის დანებება მინდოდა. მაგრამ ერთ დღესაც jw.org-ზე წავიკითხე სტატია „ვფიქრობ, თავი უნდა დავანებო სკოლას“. ამ სტატიამ დამანახვა, რომ სკოლაში სწავლას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მივხვდი, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა სამომავლოდ გამომადგება და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამომაყალიბებს» (ნ. ფ. აფრიკა).

„jw.org-ზე ახალგაზრდებისთვის მოცემული რჩევები მეხმარება, არ გადავიდე ღვთისმოსაწონ ზნეობრივ ნორმებს სკოლაში“.

„jw.org-ზე ახალგაზრდებისთვის მოცემული რჩევები მეხმარება, არ გადავიდე ღვთისმოსაწონ ზნეობრივ ნორმებს სკოლაში. ვცდილობ, არაფერმა გამიფანტოს ყურადღება და მთლიანად სწავლაზე ვიყო კონცენტრირებული“ (გ. აფრიკა).

«ჩემმა თანამშრომელმა შემომჩივლა, რომ მის გოგონას სკოლაში ძალიან ცუდად ექცეოდნენ, განსაკუთრებით ერთი გოგო. მის შვილს იმდენად ეშინოდა, რომ რამდენიმე დღე სკოლაში აღარ დადიოდა. ჩემს თანამშრომელს ყურადღება გავუმახვილე jw.org-ზე განთავსებულ გრაფიკულ ანიმაციაზე „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“ და მოვიხსენიე ის რჩევები, რომლებიც ამ ვიდეორგოლში ეძლევათ ახალგაზრდებს. მას განსაკუთრებით მოეწონა ის, რომ დაძაბულობის განმუხტვაში ახალგაზრდას იუმორი დაეხმარება. ის დაელაპარაკა თავის შვილს და დაარიგა, როგორ შეეძლო მოქცეულიყო იმ გოგოსთან, ვინც ცუდად ეპყრობოდა. გოგონამ გაითვალისწინა დედის ნათქვამი და უფრო თავდაჯერებული წავიდა სკოლაში. დროთა განმავლობაში სიტუაცია იმდენად გაუმჯობესდა, რომ გოგონები დამეგობრდნენ კიდეც» (ვ. კ. აღმოსავლეთი ევროპა).

როგორ ეხმარება ახალგაზრდებს

«მადლობა სტატიისთვის „რატომ ვისერავ სხეულს?“, რომელიც თქვენს ვებ-გვერდზე ვიპოვე. ამ პრობლემას უკვე დიდი ხანია ვებრძვი. ერთ დროს სრულიად ეულად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობდი, რომ თუ სხვებს გულს გადმოვუღვრიდი, ვერ გამიგებდნენ. ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მაგალითები, რომლებიც ამ სტატიაში იყო მოყვანილი, მართლა ძალიან დამეხმარა. მივხვდი, რომ ჩემ გარშემო ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გამიგებენ და დამეხმარებიან» (ახალგაზრდა გოგონა ავსტრალიიდან).

„ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მაგალითები, რომლებიც ამ სტატიაში იყო მოყვანილი, მართლა ძალიან დამეხმარა. მივხვდი, რომ ჩემ გარშემო ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გამიგებენ და დამეხმარებიან“.

„ვებ-გვერდი jw.org მეხმარება, გაცილებით ადვილად გავართვა თავი იმ სირთულეებს, რომლებსაც ახალგაზრდები ვხვდებით. განსაკუთრებით ერთმა სტატიამ დამანახვა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შეურაცხყოფად; მივხვდი, რომ მეც ვიყავი სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ამ სტატიის დახმარებით ვისწავლე, როგორ დავიცვა თავი“ (ტ. უ. ვესტინდოეთი).

როგორ ეხმარება მშობლებს

„ჩემი მოზარდი ბიჭი ჰიპერაქტიურია. ზოგჯერ ძალიან არასტაბილური და არაადეკვატურიცაა. ხშირად მიჭირს მასთან საერთო ენის გამონახვა. ერთხელ jw.org-ს ვესტუმრე და ვიპოვე სტატიები, რომლებიც წყვილებს და მშობლებს ეხება. ბევრ სტატიაში იყო ყურადღება გამახვილებული ზუსტად ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც მე ვიყავი. ამ სტატიების წყალობით ვისწავლე, როგორ მივუდგე ჩემს ბიჭს. საბედნიეროდ, ისიც შედის ამ ვებ-გვერდზე და ბევრ სასარგებლო რამეს სწავლობს. ახლა მას არ უჭირს, გული გადამიშალოს და თავისუფლად მეუბნება, რა უხარია და რა სწყინს“ (კ. ბ. აფრიკა).

„ხშირად ამ ვებ-გვერდზე ისეთი სტატიები იდება, რომლებიც მართლაც რომ დროულია და ზუსტად იმ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება, რომელსაც მოცემულ მომენტში ჩვენი შვილები ხვდებიან“.

«ვებ-გვერდი jw.org მშობლებს გვეხმარება, ბავშვებს ისე ვასწავლოთ, რომ ეს მათთვის დამღლელი კი არა, სახალისო იყოს. მაგალითად, გრაფიკული ანიმაცია „ვინ არის ნამდვილი მეგობარი“ ეხმარება ბავშვებს, სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ მეგობრობაზე და ისინი არჩიონ მეგობრებად, ვინც მათზე კარგ გავლენას მოახდენს. ხშირად ამ ვებ-გვერდზე ისეთი სტატიები იდება, რომლებიც მართლაც რომ დროულია და ზუსტად იმ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება, რომელსაც მოცემულ მომენტში ჩვენი შვილები ხვდებიან» (ი. ლ. ევროპა).

როგორ ეხმარება წყვილებს

«მე და ჩემი ცოლი უკვე ექვსი წელია დაქორწინებულები ვართ. ნებისმიერი სხვა წყვილის მსგავსად, ჩვენც ურთიერთობის განსხვავებული მანერა გვაქვს, განსხვავებულ გარემოში ვართ აღზრდილები და განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე. ამის გამო ზოგჯერ უთანხმოება მოგვდის. jw.org-ზე ჩემი ყურადღება მიიქცია სტატიამ „როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?“. სტატიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მსმენელი გავხდეთ. წაკითხვის შემდეგ იქ მოცემული აზრები მეუღლეს გავუზიარე. ახლა ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს მართლაც დროული რჩევები» (ბ. ბ. ვესტინდოეთი).

„სწორედ თქვენმა ვებ-გვერდმა გადაარჩინა ჩემი ოჯახი დანგრევას“.

„უკვე ერთი წელია ურთიერთობა მაქვს იეჰოვას მოწმეებთან. მინდა, წრფელი გულით გითხრათ მადლობა თქვენი ვებ-გვერდისთვის. ბევრი რამ ვისწავლე ამ ვებ-გვერდიდან, მაგალითად საკუთარი თავის ხელში აყვანა; აგრეთვე ის, თუ როგორ გავხდე კარგი მეუღლე და კარგი მამა. გულახდილად მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენმა ვებ-გვერდმა გადაარჩინა ჩემი ოჯახი დანგრევას“ (დ. გ. ვესტინდოეთი).

როგორ ეხმარება სმენადაქვეითებულებს

«jw.org-მა კვლავ დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი. ამერიკულ ჟესტურ ენაზე მოცემული ვიდეორგოლების დახმარებით უკეთ ვისწავლე ჟესტური ენა. ადრე ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ვიდეორგოლმა „ბიბლია ჩემს ენაზე“ გული გამითბო და მასწავლა, ყოველთვის დადებითზე გადავიტანო ყურადღება» (ჯ. ნ. აფრიკა).

„jw.org.-მა კვლავ დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი“.

„ვებ-გვერდი jw.org ფასდაუდებელ დახმარებას უწევს ყველას. მე საკუთარი სურვილით ვეხმარები სმენადაქვეითებულებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. ვებ-გვერდზე ჟესტურ ენაზე განთავსებული მრავალფეროვანი მასალის წყალობით, ახლა გაცილებით კარგად ვფლობ ამ ენას. ამ ვებ-გვერდის საშუალებით შემიძლია დავეხმარო მათ, ვისაც სურს, გაიუმჯობესოს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა“ (კ. ჯ. ვესტინდოეთი).

როგორ ეხმარება უსინათლოებს

„მე, როგორც უსინათლოს, დიდ დახმარებას მიწევს ვებ-გვერდი jw.org. მისი საშუალებით ნებისმიერ დროს მიმიწვდება ხელი სხვადასხვა ინფორმაციაზე, რომლის მისაღებადაც სხვა შემთხვევაში თვეების მანძილზე ლოდინი დამჭირდებოდა. ეს ვებ-გვერდი ჩემს ცხოვრებას ამდიდრებს; გარდა ამისა, მეხმარება, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვიგრძნო. რა ბედნიერებაა, რომ ინფორმაციას მეც და ჩემი მეგობრებიც, რომელთაც კარგი მხედველობა აქვთ, ერთდროულად ვიღებთ და ეს სწორედ თქვენი ვებ-გვერდის დამსახურებაა“ (კ. ა. სამხრეთი ამერიკა).

„ეს ვებ-გვერდი ჩემს ცხოვრებას ამდიდრებს; გარდა ამისა, მეხმარება, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვიგრძნო“.

„მათთვის, ვინც არ იცის ბრაილის შრიფტით კითხვა ან არა აქვს ამ შრიფტით დაბეჭდილი წიგნების ყიდვის საშუალება, ვებ-გვერდი jw.org ნამდვილი აღმოჩენაა. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული მეტად საინტერესო და პრაქტიკული აუდიოჩანაწერების წყალობით უსინათლოები უახლეს ინფორმაციას იღებენ უამრავ სხვადასხვა საკითხზე. jw.org-ი ყველა ადამიანისთვისაა, განურჩევლად იმისა, თუ რა კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. ეს ვებ-გვერდი ღირსების გრძნობას გვიმაღლებს და თავს დაფასებულად გვაგრძნობინებს“ (რ. დ. აფრიკა).

როგორ ეხმარება სულიერს მოწყურებულთ

„თქვენს ვებ-გვერდსა და სხვა რელიგიური შინაარსის ვებ-გვერდებს შორის დიდი განსხვავებაა. თქვენი სტატიები არ არის დახუნძლული ისეთი რელიგიური ტერმინებითა თუ სიტყვებით, რომელთა გაგებაც მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ. არც იმდენ ინფორმაციას აწვდით მკითხველს, რომ თავი და ბოლო ვერ გაიგოს. jw.org-ზე განთავსებული ინფორმაცია მარტივი და არაორაზროვანია. ამავე დროს, არც მრავალსიტყვაობით ხასიათდება და არც ფილოსოფიითაა გაჟღენთილი. საგულისხმოა ისიც, რომ თქვენი ვებ-გვერდი ისეთ წარმოდგენას არ გვიქმნის, თითქოს რწმენა მიუწვდომელია. პირიქით, როგორც ვხედავთ, ყველას შეუძლია ჰქონდეს რწმენა, მათ შორის უბრალო ადამიანებსაც“ (ა. გ. აზია).

„jw.org.-ზე განთავსებული ინფორმაცია მარტივი და არაორაზროვანია ... თქვენი ვებ-გვერდი ისეთ წარმოდგენას არ გვიქმნის, თითქოს რწმენა მიუწვდომელია. პირიქით, როგორც ვხედავთ, ყველას შეუძლია ჰქონდეს რწმენა, მათ შორის უბრალო ადამიანებსაც“.

„ვიდრე გავეცნობოდი ვებ-გვერდს jw.org, თავი ყველაზე საცოდავი ადამიანი მეგონა. თქვენი ვებ-გვერდი კაშკაშა სინათლესავითაა ამ სულიერი სიბნელით მოცულ ქვეყნიერებაში. ამ ვებ-გვერდზე ნებისმიერ დროს, თუნდაც ახლავე, შემიძლია ვნახო სტატიები იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს ღმერთი ამა თუ იმ საკითხზე და გავიგო პასუხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უამრავ კითხვაზე“ (ჯ. კ. ვესტინდოეთი).

„ძალიან მადლიერი ვარ, რომ თქვენი ვებ-გვერდის წყალობით შემიძლია სამხრეთ ამერიკაში ასეთ მივარდნილ ადგილას, შუა ჯუნგლებშიც კი მივიღო მეტად ღირებული ინფორმაცია. ამ ვებ-გვერდის გარეშე ნამდვილად დავიკარგებოდი“ (მ. ფ. სამხრეთი ამერიკა).