იეჰოვას მოწმეებმა გარემოს დაცვისთვის სიგელი მიიღეს
მექსიკაში იეჰოვას მოწმეთა სტამბას, 7-წლიანი დაკვირვების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა საწარმოს სტატუსი მიენიჭა.
2012 წლის 26 სექტემბერს მექსიკის მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს სპეციალური სიგელი გადასცა „გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის გამო“.
გარემოს დაცვის პროგრამა მიზნად ისახავს საწარმოთა წახალისებას, რათა მათმა მუშაობამ საფრთხე არ შეუქმნას გარემოს. იეჰოვას მოწმეები ყოველ წელს მონაწილეობენ ამ პროგრამაში, თუმცა მათი ორგანიზაცია არაკომერციულია. მექსიკის ფილიალის სტამბის წარმომადგენელმა განაცხადა: „ეს სიგელი იმიტომ გადმოგვეცა, რომ ვაკმაყოფილებთ იმ შვიდ მოთხოვნას, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ არ ვაბინძურებთ ჰაერს, წყალს, ტერიტორიიდან დროულად გაგვაქვს ნაგავი და სახიფათო ნარჩენები. ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს, ვაკონტროლებთ ძაბვის სიხშირეს და ვატარებთ ტრენინგებს გარემოს დაცვის თემაზე. მართალია, ინდუსტრიული საწარმოები არ არიან ვალდებულნი, მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ეს ჩვენი ინიციატივა იყო“.
იეჰოვას მოწმეები, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, ყველაფერს აკეთებენ გარემოს დასაცავად.