წინასწარშექმნილი აზრის დაძლევა
იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ღმერთი არ არჩევს სხვადასხვა რასის ადამიანებს ერთმანეთისგან (საქმეები 10:34, 35). ჩვენ ბიბლიური ცოდნის მეშვეობით ვცდილობთ, დავეხმაროთ ადამიანებს, დასძლიონ წინასწარშექმნილი აზრები, რომლებსაც ღრმად აქვთ მათში ფესვი გადგმული.
გარდა ამისა, ჩვენ არ ვემხრობით ამა თუ იმ მოძრაობას, რომლებსაც რასობრივი თუ ეთნიკური სიძულვილი ამოძრავებთ. მაგალითად, გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები მხარს არ უჭერდნენ ჰიტლერს, რომელიც ყველგან სიძულვილს თესავდა. ასობით იეჰოვას მოწმეს ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობდნენ 1994 წელს რუანდაში მომხდარ გენოციდში. ზოგმა საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ზოგმა სიცოცხლეც კი დაკარგა მათ დასაცავად, რომელთაც ეძებდნენ და ხოცავდნენ.
რადგანაც ყველა ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილი გვაქვს, გამოვცემთ და ვავრცელებთ ბიბლიურ ლიტერატურას დაახლოებით 600 ენაზე. შედეგად, ჩვენს კრებას უერთდება ხალხი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9).