ვებგვერდმა JW.ORG ფილიპინებში მასწავლებლების მოწონება დაიმსახურა
2016 წელს იეჰოვას მოწმეებმა ფილიპინებში, ჩრდილოეთ ზამბოანგას რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს ვებგვერდის JW.ORG პრეზენტაცია ჩაუტარეს და აჩვენეს, თუ რამდენად ღირებული და პრაქტიკულია ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოები და სტატიები. მოწმეები თავდაპირველად დედაქალაქ დიპოლოგის განათლების სამინისტროს ეწვივნენ. იქ მომუშავეთ იმდენად მოეწონათ ვებგვერდი, რომ მოწმეებს სთხოვეს, ჩრდილოეთ ზამბოანგას რეგიონში მცხოვრები მასწავლებლებისთვის ახლო მომავალში დაგეგმილ სამ სემინარზე წარედგინათ ვებგვერდის 30-წუთიანი პრეზენტაცია.
როგორ წარიმართა პრეზენტაციები?
ყოველ სემინარს დაახლოებით 300 მასწავლებელი ესწრებოდა. მოწმეებმა წარადგინეს ვებგვერდიდან მათთვის შერჩეული ვიდეოები და სტატიები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თემამ: „რა უნდა ვქნათ, თუ ვალი დაგვედო?“. მასწავლებლების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ამგვარი პრეზენტაცია არა მხოლოდ მოსწავლეებს დაეხმარებოდა, არამედ მათაც. პრეზენტაციის ბოლოს მოწმეებმა თითოეულ მათგანს გადასცეს ბუკლეტი „უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“, რომელშიც აღნიშნულია, თუ რამდენად მნიშვნელოვან და პრაქტიკულ ინფორმაციას შეიცავს ვებგვერდი JW.ORG. ზოგიერთმა მასწავლებელმა ვებგვერდიდან ვიდეოებიც ჩამოტვირთა.
ამ სამმა პრეზენტაციამ იმდენად წარმატებით ჩაიარა, რომ განათლების სამინისტრომ დამატებითი პრეზენტაციები დანიშნა, რათა სხვა 600-მდე განათლების სფეროში მომუშავე პერსონალს და მასწავლებლებსაც ენახათ ის. პრეზენტაციებმა ამჯერადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ვებგვერდი დიდ დახმარებას გვიწევს“
ზოგიერთმა დამსწრემ მოგვიანებით აღნიშნა, თუ როგორ დაეხმარა მათ პრეზენტაცია და ვებგვერდი. ერთმა მასწავლებელმა თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ვებგვერდის; იქ მოცემულ ინფორმაციას სკოლაში ხშირად ვიყენებ“. სხვა მასწავლებელმა კი აღნიშნა: „პირადად მეც ბევრი რამის სწავლა მჭირდება, მაგალითად, როგორ გავუმკლავდე სტრესს. ეს ვებგვერდი დიდ დახმარებას გვიწევს როგორც უფროსებს, ისე ახალგაზრდებს“.
ვებგვერდ JW.ORG-ის პრეზენტაციაზე დამსწრეთაგან 350-ზე მეტმა მასწავლებელმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. მოწმეებმა მათ შესაბამისი ლიტერატურა გადასცეს და მსურველებს ბიბლიიდან პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.
ვებგვერდზე მოცემული მასალა. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ადამიანს ეთიკურ ნორმებსა და ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს უნერგავს. მათ დაინახეს, თუ რამდენად ღირებული და დამხმარეა ვებგვერდზე მოცემული მასალა. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ადამიანს ეთიკურ ნორმებსა და ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს უნერგავს. a
a ფილიპინებში განათლების დაწესებულებებს ევალებათ, არა მარტო ცოდნა გადასცენ მოსწავლეებს, არამედ ჩაუნერგონ „ეთიკური ნორმები და ზნეობრივი ფასეულობები, აგრეთვე ხელი შეუწყონ მათ პიროვნულ განვითარებას“ (1987 წლის ფილიპინების კონსტიტუცია, მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტი).