არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2015 წლის იანვარი — აგვისტო, ნაწილი 1)

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2015 წლის იანვარი — აგვისტო, ნაწილი 1)

ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალი, რომელიც მილ ჰილში მდებარეობს, ადგილს იცვლის. ახალი ფილიალი აშენდება 70 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით, ქალაქ ჩელმსფორდის (ესექსი) მახლობლად. 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ფილიალის სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.

2015 წლის 23 იანვარი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნებართვით, მოხალისეებმა სამშენებლო ტერიტორიაზე ხეები მოჭრეს. ისინი ცდილობდნენ, ეს საქმე მანამდე დაესრულებინათ, სანამ ჩიტების ბუდობის პერიოდი დაიწყებოდა. ხის მასალა მშენებლობისთვის შემოინახეს, ხოლო ნახერხით ბილიკები გააკეთეს ფეხით მოსიარულეთათვის.

2015 წლის 30 იანვარი (დროებითი სასადილო)

ელექტრიკოსი ყოფილი სასტუმროს შენობაში მონიტორებისთვის შტეფსელებს ამონტაჟებს. მალე ამ შენობაში სამზარეულო და სასადილო განთავსდება. მონიტორების მეშვეობით სამშენებლო ბრიგადას საშუალება ექნება, თვალი ადევნოს დილის თაყვანისმცემლობის პროგრამასა და ბეთელის „საგუშაგო კოშკის“ ოჯახურ შესწავლას.

2015 წლის 23 თებერვალი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

მოხალისეები ღობის შემოვლებას იწყებენ, რომელიც მალე მთელი სამშენებლო ტერიტორიის ირგვლივ გაკეთდება. რამდენადაც ეს ტერიტორია ქალაქგარეთ მდებარეობს, მშენებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ადგილობრივი ველური ბუნება არ დააზიანონ. მაგალითად, ღობის ძირში ისინი 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე სივრცეს ტოვებენ, რომ მაჩვებმა თავისუფლად შეძლონ ღამით საკვების მოპოვება.

2015 წლის 23 თებერვალი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

კეთდება დროებითი გზა, რომელიც ტერიტორიას, სადაც დროებითი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, მთავარ სამშენებლო ობიექტთან დააკავშირებს.

2015 წლის 5 მარტი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

ხედი აღმოსავლეთიდან. სურათზე ნაჩვენებია დასრულებული დროებითი გზა. ეს გზა მთავარ სამშენებლო ტერიტორიამდე მიდის. შენობები, რომლებიც მარცხნივ მოჩანს, მშენებლებისთვის საცხოვრებელ ადგილად გადაკეთდა. მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსდება დამატებითი საცხოვრებელი ბინები.

2015 წლის 20 აპრილი (დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია)

სამშენებლო ბრიგადა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა მოინახულა. მონახულების კვირის ბოლოს სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველა კრებას ტრანსლაციით გადაეცა. ამ შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ წინა ღამით ჩელმსფორდის მუნიციპალიტეტისგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა.

2015 წლის 13 მაისი (დამხმარე შენობების ტერიტორია)

მოხალისეები ორ ასაკოვან მუხას შორის ფესვების დამცავ სპეციალურ სისტემას ამონტაჟებენ. გზის ეს მონაკვეთი მთავარ სამშენებლო ობიექტს დამხმარე შენობების ტერიტორიასთან აკავშირებს. სპეციალური სისტემის წყალობით მძიმე სამშენებლო ტექნიკა ამ გზაზე გავლისას აღარ დააზიანებს ხის ფესვებს.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 21 მაისი)

მოხალისეები ელექტროენერგიის კაბელების, კანალიზაციისა და წყლის მილების გასაყვანად თხრილებს აკეთებენ. სურათის უკანა მხარეს მოჩანს 50 დროებითი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე, რომლებშიც მშენებლები იცხოვრებენ.

2015 წლის 16 ივნისი (დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია)

სანტექნიკოსი ერთ-ერთი დროებითი საცხოვრებელი ბინისთვის წყლის მილებს ამონტაჟებს.

2015 წლის 16 ივნისი (დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია)

ხედი აღმოსავლეთიდან. სურათზე ნაჩვენებია დროებითი საცხოვრებელი ბინები. წინა პლანზე მოჩანს დამატებითი ბინებისთვის მომზადებული ადგილები. მარცხნივ მდებარეობს სხვა დამხმარე შენობები, მათ შორის სასადილო მშენებლებისთვის. ფილიალის მთავარი შენობა განთავსდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც სურათის უკანა მხარეს, შუა ნაწილშია.

2015 წლის 16 ივნისი (დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია)

ტექნიკოსი ტელეკომუნიკაციისთვის განკუთვნილ ოთახში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს აერთებს. მშენებლობის დასაწყისში საჭირო იყო კომპიუტერული ქსელი და ინტერნეტ კავშირი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სხვა ფილიალებთან და მთავარ სამმართველოსთან დაკავშირება.

2015 წლის 6 ივლისი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

დაქირავებული სპეციალისტი GPS მოწყობილობის მეშვეობით თხრილების ადგილმდებარეობას ადგენს. ეს თხრილები არქეოლოგებს ეხმარება, შეაფასონ ტერიტორია, სანამ მშენებლობა დაიწყება. მართალია, ჩელმსფორდის მახლობლად ერთ დროს რომაელები ცხოვრობდნენ, მაგრამ თავდაპირველი გათხრების დროს, როდესაც 107 თხრილი გაკეთდა, არანაირი ისტორიული მნიშვნელობის ნივთი არ იქნა აღმოჩენილი.

2015 წლის 6 ივლისი (დამხმარე შენობების ტერიტორია)

მოხალისე კარის ჩარჩოს ჭრის. დამხმარე შენობების ტერიტორიაზე მდებარე ზოგიერთი შენობა განახლდა და სახელოსნოებად გადაკეთდა. აქვე განლაგდება დროებითი ოფისებიც.

2015 წლის 6 ივლისი (დამხმარე შენობების ტერიტორია)

მოხალისე ავტოთვითმცლელში მიწას ყრის, რომლითაც თხრილებს ამოავსებენ.

2015 წლის 7 ივლისი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

ხედი სამხრეთიდან. სურათზე ჩანს ტერიტორია, რომელიც 34 ჰექტარს მოიცავს. ახლოს მდებარე მთავარი გზის მეშვეობით (სურათზე არ ჩანს) ადვილად არის შესაძლებელი ნავსადგურამდე, აეროპორტამდე და ლონდონამდე მისვლა.

2015 წლის 23 ივლისი (ფილიალის სამშენებლო ობიექტი)

დაქირავებული მშენებლები ძველ შენობებს ანგრევენ და ტერიტორიას ახალი ფილიალის მშენებლობისთვის ამზადებენ.

2015 წლის 20 აგვისტო (დამხმარე შენობების ტერიტორია)

60-ტონიანი ამწეთი ასაწყობი ტიპის ოთახს დგამენ. სურათის წინა პლანზე ჩანს მომზადებული ადგილები, რომლებზეც სხვა ოთახები აიწყობა. ამ ოთახებში განთავსდება ოფისები, საიდანაც ხელმძღვანელობა გაეწევა მშენებლობას.