იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ერთხელ სამშენებლო ობიექტზე 13 ამწე ერთდროულად მუშაობდა.
თებერვალში ყოველდღე დაახლოებით 2 500 მოხალისე მუშაობდა უორიკის სამშენებლო ობიექტზე; ყოველკვირა თითქმის 500 ახალი მშენებელი ჩამოდიოდა. გაიგეთ, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა.