ფოტოგალერეა „ბრიტანეთი“ 6 (2018 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით)
ამ ფოტოგალერეაში ნახავთ, როგორ მიმდინარეობდა ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეთა ახალი ფილიალის მშენებლობა 2018 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.
2018 წლის 8 მარტი — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
გარემოს დაცვის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამოწმებს წყალბადის შემცველობის დონეს წყალში მთავარ გასასვლელთან მდებარე ტბორში. ამ ტესტებით ვიგებთ, რამდენად გამართულად მუშაობს დაბინძურების წინააღმდეგ შემუშავებული ზომები.
2018 წლის 13 მარტი — საცხოვრებელი სახლი B
მოხალისე სწავლობს, როგორ დაამაგროს აგურის კედელზე თბოიზოლაციის პანელი, რომელიც ქმნის საცხოვრებელი შენობის გარე ფასადს.
2018 წლის 5 აპრილი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით
გზის სატკეპნი მანქანა ასწორებს მიწას და ასფალტისთვის ამზადებს. ეს არის გზა, რომელიც სამხრეთით მდებარე აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობას უვლის გარს.
2018 წლის 1 მაისი — ადმინისტრაციული შენობა
ზემოდან გადაღებული ჩრდილო-დასავლეთის ხედი. ამწე დგას შენობის იმ ადგილას, სადაც მიმღები განთავსდება. მის მარჯვნივ არის ბეტონი, რომელზეც უნდა აშენდეს ადმინისტრაციული შენობა, მის მარცხნივ კი სამზარეულოს, სასადილოს და დარბაზის საძირკველია. ზედა მარჯვენა მხარეს არის გადმოსახედი ადგილი, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მშენებლობის პროცესი.
2018 წლის 9 მაისი — ადმინისტრაციული შენობა
ლითონის კონსტრუქციით იწყობა ადმინისტრაციული შენობის, სამზარეულოს, სასადილოს და დარბაზის კარკასი.
2018 წლის 14 მაისი — ადმინისტრაციული შენობა
გარემოს დაცვის ჯგუფის წევრი აკვირდება მიწის ამოთხრის პროცესს იშვიათი ჯიშის ხის გვერდით. გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფმა გაავლო ზღვარი, რათა ამოთხრის პროცესში არ დაზიანდეს ხის ფესვები. ის ტერიტორია, სადაც მშენებლობა აკრძალულია, შემოღობილია და ასეთი სახითაა დაცული მასზე მდებარე ხეები.
2018 წლის 24 მაისი — საცხოვრებელი სახლი E
გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფის წევრი საფეხმავლო ბილიკის ნაპირზე აგებს გაზონს და ამაგრებს პალოებით, რათა გაზონმა არ იმოძრაოს და ფესვები ადვილად გაიდგას.
2018 წლის 19 ივნისი — საცხოვრებელი სახლი D
მღებავი დეკორატიულ ხის კედელზე აწერს სართულის ნომერს. მომდევნო თვეს მშენებლები უკვე გადავიდნენ ამ შენობაში.
2018 წლის 20 ივნისი — ადმინისტრაციული შენობა
სამშენებლო ფირმის თანამშრომელს ამწეთი გადააქვს ბეტონის ფილა, რომელზეც განთავსდება კიბეები.
2018 წლის 26 ივნისი — ადმინისტრაციული შენობა
თაბაშირ-მუყაოზე მომუშავეები ჭერზე ამაგრებენ დერეფნის კედლის კარკასს. მარჯვნივ დევს მექანიკური ამწე, რომელსაც ტექნიკური ჯგუფი იყენებს მილგაყვანილობის, გათბობის, სავენტილაციო და კონდიცირების სისტემების დასამონტაჟებლად.
2018 წლის 10 ივლისი — ადმინისტრაციული შენობა
ტექნიკური ჯგუფის წევრები ამაგრებენ მილის სამაგრებს ადმინისტრაციული შენობის მიმღების ტერიტორიაზე.
2018 წლის 10 ივლისი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობები
მოხალისეებს გაჰყავთ სადრენაჟო არხი ჩრდილოეთ და სამხრეთ შენობებს შორის.
2018 წლის 17 ივლისი — ადმინისტრაციული შენობა
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი სასადილოს სახურავზე ბოლო დამცავ მოაჯირს დებს ამწეთი. ქვემოთ არსებული დერეფანი მიდის საცხოვრებელ A-მდე.
2018 წლის 19 ივლისი — აუდიო-ვიდეო მომსახურების შენობა სამხრეთით
ლითონის კონსტრუქციებით ხდება სახელოსნოებისა და საოფისე შენობის კარკასის აგება.
2018 წლის 2 აგვისტო — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
ზემოდან გადაღებული ფოტო ჩრდილო-დასავლეთის ხედით. ცენტრიდან მარჯვნივ დგას აუდიო-ვიდეო მომსახურების სამხრეთი შენობა; მიმდინარეობს მისი კედლის გარე ფასადის მოპირკეთება. წინა პლანზე ჩანს აუდიო-ვიდეო მომსახურების ჩრდილოეთ შენობის მშენებლობის პროცესი. შენობის წინ დაგებულია ასფალტის საფარი. ცენტრიდან მარცხნივ არის ადმინისტრაციული შენობა, მის უკან კი — საცხოვრებელი შენობები.
2018 წლის 3 აგვისტო — საცხოვრებელი სახლები
აღმოსავლეთის ხედით გადაღებული ფოტო მზის ამოსვლისას. D, E და F შენობები უკვე დასრულებულია. C შენობის დასრულება ოქტომბერშია დაგეგმილი.
2018 წლის 7 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა
ტბორის ირგვლივ მოხალისეები კირქვის ლოდებს ალაგებენ. სურათის უკანა პლანზე ჩანს შენობის შესასვლელი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იქნება ტერიტორიაზე.
2018 წლის 7 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა
მოხალისეები ოფისის ჭერში ამონტაჟებენ მილგაყვანილობის, გათბობის, სავენტილაციო და კონდიცირების სისტემებს და გაჰყავთ ელექტრო სადენები. ეს იქნება სამშენებლო ოფისი, საიდანაც ორგანიზება გაეწევა სხვადასხვა სამშენებლო საქმიანობას.
2018 წლის 21 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა
ადმინისტრაციული შენობა ბეტონის ფილებით იგება. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილების გამოყენებამ დააჩქარა სამშენებლო საქმე, რის წყალობითაც ადმინისტრაციული შენობა აგვისტოს ბოლოს უკვე მზად იყო. დიდი ფანჯრების საშუალებით შენობაში მეტი სინათლე შევა. ფანჯრები ოდნავ შიგნითაა ჩასმული, რათა შემცირდეს მზის სხივების მკვეთრი ნათება ზაფხულშიც და ზამთარშიც და ნაკლები სიცხე შევიდეს ზაფხულში.
2018 წლის 24 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა
მოხალისეები აგებენ ხმის დამხშობ კედელს სასადილოსა და დარბაზის ჭერს შორის. ეს კედელი ჩაახშობს ხმას, როცა სასადილოს და დარბაზს ერთდროულად გამოიყენებენ.