არჩეულ მასალაზე გადასვლა

თარგმანი, რომელსაც ესტონეთში „დიდი მიღწევა“ უწოდეს

თარგმანი, რომელსაც ესტონეთში „დიდი მიღწევა“ უწოდეს

2014 წელს ესტონეთში დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციით წარადგინეს ესტონურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. დაჯილდოების ცერემონიალზე წარდგენილი 18 ნაშრომიდან „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მესამე ადგილზე გავიდა.

ბიბლიის ეს ახალი თარგმანი 2014 წლის 8 აგვისტოს გამოიცა. იგი დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგინა ლინგვისტმა, კრისტინა როსმა, რომელიც ესტონური ენის ინსტიტუტში მოღვაწეობს. მან „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ თქვა, რომ „ადვილი და სასიამოვნო წასაკითხია“. კრისტინა როსმა აგრეთვე დასძინა: „ამ ნაშრომმა თავისი სიტყვა თქვა ესტონური თარგმნის ისტორიაში“. ესტონური ენისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესორმა, რეინ ვადემანმა, ბიბლიის ამ ახალ თარგმანს „დიდი მიღწევა“ უწოდა.

ესტონურ ენაზე შესრულებული მთლიანი ბიბლიის თარგმანი პირველად 1739 წელს გამოიცა. მას შემდეგ ბიბლიის სხვა თარგმანებიც გახდა ხელმისაწვდომი ესტონურ ენაზე. მაშ, რატომ არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ „დიდი მიღწევა“?

ზუსტი. ესტონურ ენაზე შესრულებული ყველაზე ცნობილი თარგმანი, რომელიც 1988 წელს გამოიცა, ღვთის სახელს, „იეჰოვას“ a 6 800-ზე მეტჯერ მოიხსენიებს ებრაულ წერილებში („ძველი აღთქმა“). ებრაული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ღვთის სახელი უფრო მეტ ადგილას არის მოხსენიებული. გარდა ამისა, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების („ახალი აღთქმა“) „ახალი ქვეყნიერების თარგმანშიც“ მოიხსენიეს ღვთის სახელი, რადგან ამის საფუძვლიანი მიზეზები არსებობდა.

ადვილი გასაგები. არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ზუსტი და, ამავდროულად, ადვილი გასაგები? ცნობილმა ბიბლიის მთარგმნელმა, ტომას პაულმა, ესტონეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (Eesti Kirik) „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ დაწერა: „ამ თარგმანმა მართლაც მიაღწია თავის მიზანს, რადგან ის სუფთა და დახვეწილ ესტონურ ენაზეა ნათარგმნი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი მაღალი ხარისხის თარგმანი გაკეთდა ესტონურ ენაზე“.

კონგრესის დელეგატები ესტონურ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ კითხულობენ

ესტონელები გულგრილი არ დატოვა ამ თარგმანმა. სპეციალურად მომზადდა 40-წუთიანი პროგრამა, რომელიც ბიბლიის ამ ახალ თარგმანს მიეძღვნა, და რადიოთი გადაიცა. უფრო მეტიც, სასულიერო პირები და ეკლესიის მრევლი დაუკავშირდნენ იეჰოვას მოწმეებს და მათგან ბიბლიის ეს თარგმანები მოითხოვეს. გარდა ამისა, ტალინში ერთი ელიტარული სკოლის დირექციამ იეჰოვას მოწმეებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 20 ეგზემპლარი სთხოვა, რათა მათით ეხელმძღვანელათ. ესტონელებს უყვართ წიგნების კითხვა; იეჰოვას მოწმეები მზად არიან, მიაწოდონ მათ შეუდარებელი წიგნის, ბიბლიის ზუსტი და ადვილი გასაგები თარგმანი.

a მას შემდეგ, რაც ტარტუს უნივერსიტეტში, „ახალი აღთქმის“ შემსწავლელი ფაკულტეტის დეკანმა, აინ რისტანმა, გაიგო, რატომ წარმოითქმება ღვთის სახელი ესტონურ ენაზე, როგორც „იეჰოვა“, ასეთი დასკვნა გააკეთა: «ჩემი აზრით, ღვთის სახელის ეს ფორმა ყველაზე მისაღებია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი დედნისეულ ენაზე ... მთავარი ის არის, რომ ამ სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დროში მცხოვრები ადამიანისთვის — „იეჰოვა“ არის ღვთის სახელი, რომელმაც თავისი ძე კაცობრიობის სახსნელად გამოგზავნა».