არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნაკლები მოცულობით, მაგრამ მეტ ენაზე

ნაკლები მოცულობით, მაგრამ მეტ ენაზე

2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ისა და „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემები 32 გვერდის ნაცვლად 16-გვერდიანი იქნება.

ვინაიდან ჟურნალები მოცულობით შემცირდება, მათი გადათარგმნა მეტ ენაზე გახდება შესაძლებელი. დღესდღეობით ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ითარგმნება 84 ენაზე, ხოლო „საგუშაგო კოშკი“ — 195 ენაზე.

რაც შეეხება „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემას, ის კვლავ 32-გვერდიანი იქნება.

ნაკლები დაბეჭდილი მასალა, მაგრამ მეტი ინფორმაცია ელექტრონული სახით

ჟურნალების მოცულობის შემცირება ორი მხრივ აისახება ჩვენს ვებ-გვერდზე www.pr418.com:

  1. მასალის გარკვეული ნაწილი, რომელიც ადრე იბეჭდებოდა ქაღალდზე, ახლა მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე. მაგალითად, რუბრიკები „ახალგაზრდებისთვის“, „ბიბლიური გაკვეთილები“ და ინფორმაცია სკოლა „გალაადის“ მორიგი კლასის გამოშვების თაობაზე, რაც, როგორც წესი, „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ გამოცემაში იბეჭდებოდა, ამავე დროს, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკები „ოჯახური განხილვისთვის“ და „ახალგაზრდების შეკითხვები“, ვებგვერდზე განთავსდება.

  2. ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ხელმისაწვდომი იქნება სხვა ელექტრონული ფორმატითაც. უკვე წლებია, რაც ეს ჟურნალები PDF ფორმატით ქვეყნდება ვებგვერდზე www.pr418.com. შემდეგი წლიდან მოყოლებული ჟურნალები HTML ფორმატითაც იქნება განთავსებული, რაც მნიშვნელოვანწილად გააადვილებს ტექსტის წაკითხვას კომპიუტერისა თუ მობილური მოწყობილობების მეშვეობით. ამ ცვლილების წყალობით, მეტი პუბლიკაციის წაკითხვას შეძლებთ ვებგვერდზე, რომლებიც დაახლოებით 400-ზე მეტ ენაზეა განთავსებული.