„საგუშაგო კოშკის“ გამარტივებული გამოცემა
2011 წლის ივლისიდან მოყოლებული, ერთი წლის განმავლობაში საცდელად გამოიცემოდა „საგუშაგო კოშკი“ გამარტივებულ ინგლისურ ენაზე. საცდელი პერიოდი ამოიწურა; ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „საგუშაგო კოშკი“ კვლავაც გამოიცეს გამარტივებულ ინგლისურ ენაზე.
2013 წლის იანვრიდან „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა გამარტივებულ ფრანგულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზეც.
ინგლისური ენის გამარტივებული გამოცემა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ინგლისურ კრებაზე დადიან, მაგრამ ინგლისური არ არის მათი მშობლიური ენა.
გამარტივებული გამოცემის პირველი ნომრის გამოსვლისთანავე უამრავი სამადლობელი წერილი მივიღეთ. ერთ-ერთი წერილის ავტორი ლიბერიაში მცხოვრები 64 წლის რებეკაა, მას სკოლაში არასოდეს უსწავლია. ის წერს: „წერა-კითხვას ვსწავლობ. ხანდახან ვკითხულობ „საგუშაგო კოშკს“, მაგრამ წაკითხულს ვერ ვიგებ. ძალიან მომწონს გამარტივებული გამოცემა, რადგან ყველაფერი მესმის
“.
ბევრი მშობელი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის ბავშვების მოსამზადებლად გამარტივებულ გამოცემას იყენებს.
როზმარი, რომელიც სამ შვილიშვილს ზრდის, წერს: «ბავშვებთან ერთად „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ყოველთვის ძნელი იყო. უცხო სიტყვების მოსაძებნად, ხშირად ვიყენებდით ლექსიკონს. ზოგჯერ, სტატიაში მოცემული სიტყვების გასაგებად იმდენ დროს ვხარჯავდით, რომ ბავშვებს საერთოდ ავიწყდებოდათ, რაზე იყო სტატია. ახლა კი, დროს ბიბლიური მუხლების მოსაძებნად და თემასთან დასაკავშირებლად ვიყენებთ
».
აი მაგალითი იმისა, თუ რა სხვაობაა სტანდარტულ და გამარტივებულ ტექსტებს შორის. საქმეების 15-ე თავში მოცემული მოციქულების კრების შესახებ სტანდარტულ გამოცემაში წერია: „ისინი გაუთავებლად კი არ კამათობდნენ უმნიშვნელო დეტალებზე, არამედ მსჯელობდნენ წმინდა წერილების საფუძველზე
“. გამარტივებულ გამოცემაში ვკითხულობთ: „ისინი ბიბლიას განიხილავდნენ და წვრილმანებზე არ დავობდნენ
“.