იეჰოვას მოწმეთა სპეციალური კონგრესები შვიდ ქვეყანაში ჩატარდა
ახლახან იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური კონგრესები ჩაატარეს ბრაზილიაში, კოსტა-რიკაში, ჰონკონგში, ირლანდიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიასა და შვედეთში. პირველი კონგრესი შვედეთში 2012 წლის ივლისში ჩატარდა, ხოლო ბოლო სამი — კოსტა-რიკასა და ახალ ზელანდიაში 2013 წლის იანვარში.
სხვა სამდღიანი კონგრესების მსგავსად, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება, ამ სპეციალურ კონგრესზეც წარმოდგენილი იყო ბიბლიური მოხსენებები, ინსცენირებები და დრამები.
ამ კონგრესებზე დელეგატები სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ. კონგრესის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მათ მასპინძელი ქვეყნის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ერთმა დელეგატმა, რომელიც კონგრესს ბრაზილიაში დაესწრო, თქვა: „მართლაც საოცარი იყო იმის დანახვა, თუ რამხელა სიყვარული და სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს და-ძმებმა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში“.
სხვა დელეგატმა კი, რომელიც ჰონკონგში გამართულ კონგრესს დაესწრო, თქვა: „გულისამაჩუყებელი იყო მანდარინულ ენაზე მოლაპარაკე და-ძმების მომღიმარი სახეების დანახვა, რომლებიც სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ და ახალგამოცემულ ბიბლიურ პუბლიკაციებს გულში იკრავდნენ“.
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ყოველ წელს მართავენ კონგრესებს, რომელსაც მილიონობით ადამიანი ესწრება.
დამსწრეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, რაოდენ დიდი სიყვარული, სიხარული და მშვიდობა სუფევს ჩვენს საძმოში. ეს განსაკუთრებით საერთაშორისო კონგრესებზე ჩანს. შესვენებების დროს დელეგატები მუსაიფობენ, ერთად მიირთმევენ, მისამართებს ცვლიან, ერთმანეთს პატარა საჩუქრებს უკეთებენ, სურათებს იღებენ და გულში თბილად იხუტებენ ერთმანეთს.
გულთბილად გიწვევთ ასეთ კონგრესებზე ყველას, მათ შორის თქვენც, ვინც არა ხართ იეჰოვას მოწმეები.