ჩანაწერები სარეცხი მანქანის ქვეშ
ზარინა, რომელიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, რუსეთში ცხოვრებისას იეჰოვას მოწმე გახდა. მონათვლის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ორი ქალიშვილი რწმენაში აღეზარდა. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა მშობლებთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მშობლებმა ზარინას აუკრძალეს შვილებთან ბიბლიაზე ლაპარაკი. მათ გოგონებიც გააფრთხილეს, რომ არ ესაუბრათ დედასთან ამ საკითხზე.
ზარინა ბევრს ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა შვილებს იეჰოვას გაცნობაში (იგავები 1:8). ის მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას, ეხელმძღვანელა მისთვის და სიბრძნე მიეცა. შემდეგ მან ლოცვების თანახმად დაიწყო მოქმედება; როდესაც გოგონები სასეირნოდ გაჰყავდა, ღვთის გასაოცარ შემოქმედებაზე ესაუბრებოდა მათ. ასეთი გასეირნებების შედეგად გოგონებს შემოქმედისადმი ინტერესი განუვითარდათ.
შემდეგ ზარინამ მოიფიქრა, როგორ გაეღვივებინა შვილების ინტერესი. ამისთვის მან გამოიყენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. a ის წიგნიდან სიტყვა-სიტყვით იწერდა აბზაცებსა და შეკითხვებს ქაღალდზე. გადაწერილ მასალას რამდენიმე წინადადებასაც ამატებდა, რათა გოგონებს უკეთ გაეგოთ შესასწავლი მასალა. ქაღალდებს ფანქართან ერთად აბაზანაში, სარეცხი მანქანის ქვეშ, მალავდა. როდესაც გოგონები აბაზანაში შედიოდნენ, აბზაცებს კითხულობდნენ და პასუხებსაც იქვე წერდნენ.
ასეთი მეთოდით ზარინამ შეძლო ორი თავი განეხილა შვილებთან ერთად წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“, სანამ ცალკე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. იქ მას უკვე თავისუფლად შეეძლო გოგონებისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. 2016 წლის ოქტომბერში ორივე მათგანი მოინათლა. გოგონებს უხარიათ, რომ სიბრძნისა და გამჭრიახობის წყალობით დედა მათ სულიერად გამოკვებაზე ზრუნავდა.
a დღეს ბევრი იყენებს წიგნს „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.