არჩეულ მასალაზე გადასვლა

არიან იეჰოვას მოწმეები პროტესტანტები?

არიან იეჰოვას მოწმეები პროტესტანტები?

 არა. იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები არიან, მაგრამ პროტესტანტებად არ მიიჩნევენ თავს. რატომ?

 პროტესტანტიზმი არის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას განუდგა. მართალია, იეჰოვას მოწმეები არ ეთანხმებიან კათოლიკური ეკლესიის სწავლებებს, მაგრამ ისინი პროტესტანტებად არ თვლიან თავს შემდეგი მიზეზების გამო:

  1.   ზოგიერთი პროტესტანტული სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლია ასწავლის. მაგალითად, ბიბლია ასწავლის, რომ ღმერთი ერთია და არა სამების ნაწილი (1 ტიმოთე 2:5; იოანე 14:28). ამასთანავე, ბიბლია ასწავლის, რომ ღმერთი ბოროტებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში კი არ აწამებს, არამედ სამუდამოდ გაანადგურებს (ფსალმუნი 37:9; 2 თესალონიკელები 1:9).

  2.   ჩვენ პროტესტს არ გამოვთქვამთ კათოლიკური ეკლესიისა თუ სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართ და არც მათ რეფორმირებას ვცდილობთ. ჩვენ უბრალოდ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ და ხალხს ვეხმარებით, რომ ირწმუნონ ღვთის დანაპირები (მათე 24:14; 28:19, 20). ჩვენ იმით კი არა ვართ დაინტერესებული, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობების რეფორმირება მოვახდინოთ, არამედ გვსურს, გულწრფელ ადამიანებს ვასწავლოთ ჭეშმარიტება ღვთისა და მისი სიტყვის, ბიბლიის შესახებ (კოლოსელები 1:9, 10; 2 ტიმოთე 2:24, 25).