სწირავთ მეათედს?
იეჰოვას მოწმეები არ სწირავენ მეათედს; ჩვენი საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. რას ნიშნავს მეათედის შეწირვა და რატომ არ სწირავენ იეჰოვას მოწმეები მეათედს?
კანონის თანახმად, ისრაელ ერს მეათედის გაღება ანუ ქონების მეათედის შეწირვა მოეთხოვებოდა. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ კანონის დაცვა, მათ შორის მეათედის გაღება, ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ (ებრაელები 7:5, 18; კოლოსელები 2:13, 14).
იეჰოვას მოწმეები პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰბაძავენ და ქრისტიანულ მსახურებას ორი სახით უჭერენ მხარს: ქადაგებენ უსასყიდლოდ და ნებაყოფლობით იღებენ შესაწირავებს.
ამგვარად ჩვენ, ქრისტიანები, მივყვებით ბიბლიურ რჩევას: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).