ეწევიან თუ არა იეჰოვას მოწმე ქალები რელიგიურ მსახურებას?
რასაკვირველია. იეჰოვას მოწმეები, მათ შორის მილიონობით ქალი, მქადაგებლები ანუ მსახურები არიან. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმუნი 68:11).
იეჰოვას მოწმე ქალები მიჰყვებიან ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახური ქალების მაგალითს (იგავები 31:10—31). მართალია, ისინი ქრისტიანულ კრებებში ზედამხედველებად არ მსახურობენ, მაგრამ მსახურების ყველა სფეროში იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ქრისტიანი ქალები თავიანთ შვილებს ასწავლიან ბიბლიურ პრინციპებს (იგავები 1:8). ისინი მძიმედ შრომობენ და თავიანთი სიტყვითა თუ საქმით დადებით გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე (ტიტე 2:3—5).