რატომ უქადაგებთ მათ, ვისაც უკვე აქვს თავისი რელიგია?
ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრს, ვისაც უკვე აქვს თავისი რელიგია, სიამოვნებს ბიბლიურ თემებზე მსჯელობა. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას, ჰქონდეს ჩვენგან განსხვავებული რწმენა, და არ ვცდილობთ, რომ თავს მოვახვიოთ ჩვენი რელიგია.
ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა და სხვებს რელიგიურ თემებზე „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვესაუბროთ (1 პეტრეს 3:15). ჩვენ არ გვიკვირს, როცა ზოგი არ გვისმენს (მათე 10:14). თუმცა, საუბრის გარეშე რთულია განვსაზღვროთ, მოგვისმენენ თუ არა სხვები. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ადამიანების მდგომარეობა ცვალებადია.
მაგალითად, ის, ვინც დღეს დაკავებულია, ხვალ შეიძლება დიდი სიამოვნებით აგვყვეს საუბარში. ცხოვრებაში წამოჭრილმა პრობლემებმა და მომხდარმა ცვლილებებმა შეიძლება ადამიანს ბიბლიური ცნობისადმი ინტერესი გაუჩინოს. ამიტომაც ვცდილობთ, რომ სხვებს არაერთხელ ვუქადაგოთ.