არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეების მიერ დადგენილი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის წესები

იეჰოვას მოწმეების მიერ დადგენილი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის წესები

იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია პატივს სცემს ადამიანის უფლებას კონფიდენციალურობასა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე. ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ღია და გულწრფელი კომუნიკაცია, აგრეთვე პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება, რათა შეასრულოს რელიგიური და საქველმოქმედო საქმიანობა. იეჰოვას მოწმეები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვა (იგავები 15:22; 25:9). კონფიდენციალურობის საკითხი მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია (იგავები 20:19).

პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანამ შეიმუშავა შესაბამისი კანონები. იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია და მათი ადგილობრივი ფილიალები ჯერ კიდევ მაშინ იცავდნენ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, ვიდრე სხვა ქვეყნები შეიმუშავებდნენ მსგავსი უსაფრთხოების წესდებას. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს პერსონალური მონაცემების დაცვას.

პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპები. იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხში მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი პრინციპების შესაბამისად:

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება სამართლიანად და კანონიერად.

  2. პერსონალური მონაცემები შეგროვდება, დამუშავდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის რელიგიური და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

  3. პერსონალური მონაცემები ყოველთვის განახლებული და ზუსტი იქნება.მასში არსებული ნებისმიერი უზუსტობა გამოსწორდება მაშინვე, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდება ორგანიზაციისთვის.

  4. პერსონალური მონაცემები შეინახება იქამდე, ვიდრე იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია თავის კანონიერ მიზნებს არ განახორციელებს.

  5. პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობა.

  6. შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ არ მოხდეს მონაცემთა უკანონოდ გამჟღავნება.ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში ინახება, დაცულია პაროლით. პაროლზე ხელი მხოლოდ უფლებამოსილ პირებს მიუწვდებათ. სამუშაო საათების შემდეგ ოფისები იკეტება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ უფლებამოსილ პირებს აქვთ მათში შესვლის უფლება.

  7. ერთი ფილიალიდან მეორეში პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიგზავნება, როცა ეს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის რელიგიური თუ საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად იქნება საჭირო. ყველა იეჰოვას მოწმე საკუთარი სურვილით აცხადებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გაგზავნაზე.

პერსონალური მონაცემების გამოყენებისას ვხელმძღვანელობთ პერსონალური მონაცემების დაცვის ამ წესდებაში მოცემული პრინციპებით. ამის შესახებ საუბარია წიგნში „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, რომელიც ყველა იეჰოვას მოწმეს ეძლევა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს წიგნი.

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესდების საფუძველზე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დაცვა, შესწორება და გაუქმება. ამის შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ „პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა“, ქვესათაური „თქვენი უფლებები“.

იეჰოვას მოწმეების მიერ დადგენილი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის წესების ამ წესდებაში მოცემულია ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხში ხელმძღვანელობენ.