ქუქი-ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიებით სარგებლობის დროს კონფიდენციალურობის დაცვა
უკეთესად რომ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდით, შეიძლება საჭირო გახდეს, შევაგროვოთ ან შევინახოთ თქვენს მობილურ ტელეფონში, ტაბლეტში ან კომპიუტერის მყარ დისკზე არსებული მცირე ინფორმაცია ქუქი-ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით. ქუქი-ფაილები ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდს. ეს ინფორმაცია გვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდი. ჩვენ არ ვახდენთ მომხმარებლების იდენტიფიცირებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მომხმარებელი თავად გვაწვდის საკონტაქტო ინფორმაციას ელექტრონული ანკეტისა თუ განცხადების მეშვეობით. ამ კონფიდენციალურ წესდებაში მოხსენიებული „ქუქი“ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სისტემას გულისხმობს, მაგალითად, როგორიცაა ლოკალური მეხსიერება, ვებსიგნალები, პიქსელის თეგები და საიდენტიფიკაციო ნომრები. ამგვარად ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის ტიპის, მაგალითად, ეკრანის ზომის შესახებ, აგრეთვე როდის და რა ნახეთ ჩვენს ვებგვერდზე.
ჩვენ მიერ შეგროვებული ან შენახული პერსონალური მონაცემები არ გაიყიდება, არ იქნება გამოყენებული მარკეტინგული მიზნებისთვის ან იმ მიზნით, რომ დავიმახსოვროთ სხვა ვებგვერდები, რომელსაც ინტერნეტში სტუმრობთ. ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო და მარკეტინგულ ქუქი-ფაილებს.
რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ? არსებობს სხვადასხვა სახის მოკლე საინფორმაციო ფაილები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს და გვეხმარება ვებგვერდის გაუმჯობესებაში. ქუქი-ფაილების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი ხდება, ესტუმრეთ თუ არა ვებგვერდს. გარდა ამისა, ეს ფაილები ინახავს ინფორმაციას იმ ფუნქციების შესახებ, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იყენებს ვებგვერდით სარგებლობის დროს. მაგალითად, ქუქი-ფაილებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ენაზე გახსენით ვებგვერდი; შედეგად, ყოველი მორიგი სტუმრობისას იგი იმავე ენაზე გაიხსნება.
ვებგვერდის ქუქი-ფაილები იყოფა სამ კატეგორიად:
ძირითადი ქუქი-ფაილები — ამ კატეგორიის ქუქი-ფაილები აუცილებელია იმისთვის, რომ ისარგებლოთ ვებგვერდის სხვადასხვა ფუნქციით, მაგალითად, როგორებიცაა ვებგვერდზე დარეგისტრირება, ელექტრონული ფორმის შევსება, შესაწირავების გაღება თუ სხვა ოპერაციების განხორციელება. ძირითადი ქუქი-ფაილები არ ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეიძლება მარკეტინგული მიზნით იქნას გამოყენებული, და არ იმახსოვრებს, რომელ ვებგვერდებს ესტუმრეთ.
ფუნქციონალური ქუქი-ფაილები — ეს ქუქი-ფაილები იმახსოვრებს ისეთ ინფორმაციას, როგორებიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა. ასეთი სახის ინფორმაცია გვეხმარება, თქვენთვის უფრო სასიამოვნო გავხადოთ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა.
მონაცემთა ანალიზის ქუქი-ფაილები — ეს ქუქი-ფაილები ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ამ ვებგვერდს. მაგალითად, იმახსოვრებს, რამდენჯერ ესტუმრა ადამიანი ამ ვებგვერდს და საშუალოდ რამდენი ხანი დაჰყო. ეს ინფორმაცია ვებგვერდის ფუნქციონირების, მისი დიზაინის და ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
ჩვენი ქუქი-ფაილების უმეტესობა პირველი პირის ქუქი-ფაილებია, რომლებიც შექმნილია ჩვენი ვებგვერდის მიერ. ზოგი კი არის მესამე მხარის ქუქი-ფაილი, რომლებიც სხვადასხვა ვებგვერდის მიერაა შექმნილი. არსებულ სიებში ჩვენ გამოყოფილი გვაქვს, რომელია მესამე მხარის ქუქი-ფაილები.
IP მისამართის გამოყენება: ეს არის მოწყობილობისთვის მინიჭებული კოდი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობის დროს ამოიცნობა. თქვენი IP მისამართისა და თქვენ მიერ გამოყენებული ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას ვიყენებთ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, როგორ სარგებლობენ მომხმარებლები ჩვენი ვებგვერდით, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ გავაუმჯობესოთ ვებგვერდის მომსახურება, აგრეთვე უზრუნველვყოფთ ვებგვერდით უსაფრთხოდ სარგებლობას.
თქვენი არჩევანი: თუ გსურთ ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლა, ჩვენი ნებისმიერი ვებგვერდის ბოლოში გახსენით „უსაფრთხოების პარამეტრები“. ძირითადი ქუქი-ფაილებით რომ ვისარგებლოთ, ამისთვის საჭირო არ არის თანხმობა. სხვა ქუქი-ფაილების შემთხვევაში კი ჩვენ პირველ რიგში თქვენგან ვითხოვთ ნებართვას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პარამეტრების შეცვლის შემთხვევაში არ წაიშლება უკვე არსებული ქუქი ფაილები. მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. თუმცა გახსოვდეთ, ქუქი-ფაილების გარეშე სრულად ვერ ისარგებლებთ ჩვენი ვებგვერდის ფუნქციებით. ქუქი-ფაილების წაშლა შესაძლებელია სხვადასხვაგვარად. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ბრაუზერს იყენებთ. მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ვებბრაუზერის ფუნქცია „დახმარება“ ან ეწვიეთ ვებგვერდს www.allaboutcookies.org.
აირჩიეთ ერთ-ერთი ვებგვერდი და გაიგეთ, როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს.
იხილეთ აგრეთვე, როგორ ვსარგებლობთ ქუქი-ფაილებითა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიებით ჩვენს რამდენიმე ვებგვერდზე.