მკურნალობის სტრატეგიები
1. ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ/ᲞᲠᲔᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲕᲐ
ა. ანამნეზის შედგენა და ფიზიკალური კვლევის ჩატარება1
-
1. ანამნეზში ანემიის არსებობა
-
2. ანამნეზში პათოლოგიური სისხლდენის არსებობა (მათ შორის ნათესავებშიც)2
-
ა. სისხლის შედედებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ან შეძენილი პრობლემები3,4 (დაბადებიდან გამოვლენილი, სპონტანურად ან მცირე ტრავმების შედეგად გაჩენილი სისხლჩაქცევები, ხანგრძლივი სისხლდენა ცხვირიდან ან სისხლდენა მსუბუქი ტრავმების მიღების შემდეგ, მეან-გინეკოლოგიური ისტორია, მაგ.: მენომეტრორაგია, ფეხმძიმობა).
-
-
3. თანდართული პათოლოგიები (თირკმლის, ღვიძლის, გულის ან პულმონალური დაავადებები)
-
4. ანამნეზში არსებული დაავადებები/მკურნალობის ქირურგიული მეთოდები
-
ა. ჩატარებული პროცედურები და დაკარგული სისხლის რაოდენობა (მაგ.: წინადაცვეთა, ტონზილექტომია, კბილის ექსტრაქცია, განსაკუთრებით მოლარული კბილის)
-
ბ. მკურნალობის მეთოდები ან სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი (მაგ.: განმეორებითი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, საეჭვო ან დადასტურებული გამოხატული შეხორცებითი პროცესების არსებობა, სხივური თერაპია).
-
-
5. გამოიკვლიე, ხომ არ იტარებს პაციენტი ისეთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჰემოსტაზზე5-7
-
ა. ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიკოაგულანტები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ.: აბციკსიმაბი, ტიკლოპიდინი), ანტიბიოტიკები (მაგ.: ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინი, ტიკარცილინი)
-
ბ. რეცეპტით და ურეცეპტოდ გაყიდვადი წამლები, რომლებიც შეიცავენ ასპირინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს8,9
-
გ. სისხლის შედედებაზე მოქმედი საკვები დანამატები10-14
-
-
6. ფიზიკალური კვლევის შედეგად აღმოჩენილი ცვლილებები (ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, პეტექია, პურპურა, ექკიმოზი, ჰემართროზი, კოლაგენ-ვასკულარული დარღვევები, ტელეანგიექტაზიები და სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ჰემოსტაზის დარღვევასთან)
ბ. შერჩევითი ლაბორატორიული კვლევები
-
1. ანემიის დიაგნოსტიკა15-17
-
ა. სისხლის საერთო ანალიზი
-
ბ. შრატში ფერიტინის დონე
-
გ. შრატში ვიტ. B12-ის შემცველობა18
-
დ. შრატში ფოლიუმის მჟავის შემცველობა
-
ე. სისხლის სქელი წვეთის ნაცხი
-
-
2. სწორად შერჩეული დამატებითი კვლევები (თუ არსებობს ამის ჩვენება ანამნეზის, პათოლოგიური კლინიკური მონაცემების, გარკვეული მედიკამენტებისა და ჰემოსტაზის სისტემის დარღვევების გამო)19
-
ა. კოაგულაციური ტესტები
-
1) პროთრომბინის დრო (PT), პარციალური თრომბობლასტინის დრო (PTT), სისხლდენის დრო
-
2) თრომბოციტების ფუნქცია - ადჰეზიური და აგრეგაციული
-
3) ფიბრინოგენის კონცენტრაცია
-
4) ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები/D-დიმერი
-
5) პლაზმაში სისხლის შედედების გარკვეული ფაქტორების შემცველობის განსაზღვრა
-
6) რისტოცეტინ-კოფაქტორული აქტივობის განსაზღვრა
-
-
ბ. ღვიძლის ფუნქციის ტესტები
-
გ. თირკმლის ფუნქციის ტესტები
-
-
შენიშვნა:
-
1. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია დაკავშირებულია სისხლის მნიშვნელოვან დანაკარგთან, მიზანშეწონილია საფუძვლიანი კვლევის ჩატარება.
-
2. თუ პრეოპერაციულ პერიოდში ლაბორატორიულმა კვლევებმა ნორმიდან გადახრა აჩვენა, განიხილე ოპერაციის გადადებისა და პაციენტის მკურნალობის საკითხი, თუ შესაძლებელია ამ დარღვევის გამოსწორება.
-
3. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ჰემატოლოგთან იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში აღენიშნება ძლიერი ან პათოლოგიური სისხლდენა, ან არის თრომბოციტოპათიის ეჭვი.
-
გ. მკურნალობისა და კოაგულაციის მართვა20
-
1. თავიდან აირიდე წამლებით გამოწვეული კოაგულოპათიები.
-
ა. ანალგეტიკები. ოპერაციამდე 3-14 დღით ადრე შეწყვიტე იმ წამლების მიცემა, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი. ეს წამლები დროებით ჩაანაცვლე ალტერნატიული მედიკამენტებით (მაგ.: ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის მქონე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები):
-
1) შეწყვიტე ასპირინისა და ასპირინის შემცველი პრეპარატების მიცემა ოპერაციამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე.
-
2) შეწყვიტე ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის მქონე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ.: ტენოქსიკამი, ფენილბუტაზონი) ოპერაციამდე 3-14 ან უფრო მეტი დღით ადრე.
-
შენიშვნა: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკოვან პაციენტებში შეიძლება გაზრდილი იყოს.
-
-
ბ. ანტიბიოტიკები (მაგ.: ბეტა-ლაქტამები, პენიცილინი და ტიკარცილინი, დიდი დოზებით)
-
-
2. ანტიკოაგულანტური პრეპარატების სათანადოდ გამოყენება
-
ა. ოპერაციის წინა პერიოდში განიხილე ანტიკოაგულანტების ან ანტითრომბოციტული საშუალებების შეწყვეტის, ან მათი სხვა პრეპარატებით ჩანაცვლების საკითხი (მაგ.: ვარფარინი ჩაანაცვლე ჰეპარინით). განიხილე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის საჭიროება, ასევე რამდენად გადაუდებელია ოპერაცია, რა სახის ოპერაცია და ანესთეზია გაუკეთდება.
-
ბ. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტურ ან ანტითრომბოციტულ საშუალებებს, თუ შესაძლებელია, გადადე ოპერაცია (ზოგიერთი პრეპარატი იწვევს თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევად ინჰიბიციას დაახლოებით 14 დღის განმავლობაში).
-
გ. ურგენტული ოპერაციის შემთხვევაში სისხლის შედედების სისტემის ნორმალიზება ხდება შესაბამისი პრეპარატებით21-24 (მაგ.: ვიტ. K, რეკომბინანტული ან კონცენტრირებული სისხლის შედედების ფაქტორები–VIIa და IX)
-
დ. განიხილე სისხლის შედედების ფაქტორებით ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხი (იხ. 4.ვ.)
-
-
3. გაითვალისწინე პაციენტის მიერ მიღებული სხვა პრეპარატები.
-
ა. შეწყვეტილ უნდა იქნეს სისხლის შედედების სისტემასა და თრომბოციტების ფუნქციაზე მოქმედი საკვები დანამატების მიღება (იხ. 1.ა.5.)
-
ბ. გაითვალისწინე წამლების გვერდითი მოვლენები და მათი ურთიერთქმედება სხვა წამლებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტოპათია, თრომბოციტოპენია, სისხლდენა, ერითროპოეზის დათრგუნვა, ანემია.
-
-
4. სისხლის შედედების სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მკურნალობა25
-
(იხ. 4.ვ. ჰემოსტაზის მედიკამენტოზური სტიმულაცია)
-
დ. ანემიის კორექცია
-
1. ანემიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და სათანადო ზომების მიღება26
-
ა. ოპერაციამდე ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნით გააკონტროლე გინეკოლოგიური სისხლდენა.
-
-
2. რკინის დეფიციტის მკურნალობა27 (ორალური ან პარენტერალური გზით)
-
ა. ორალურ და ინტრამუსკულარულ თერაპიასთან შედარებით რკინის პრეპარატების ინტრავენური გზით შეყვანა უფრო სწრაფად და ეფექტურად აღადგენს რკინის მარაგს.28,29 განიხილე რკინის პრეპარატის ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავების საკითხი30
-
ბ. რკინადეფიციტურ პაციენტებს, რომელთაც აქვთ რკინის ორალური გზით მიღების აუტანლობა, დარღვეული აქვთ აბსორბციის პროცესი, არ არიან თანახმა პრეპარატის პერორალურად მიღებაზე და მათ, რომელთაც აქვთ ქრონიკული ან მასიური სისხლდენა, რკინის პრეპარატები უნდა შეუყვანოთ ინტრავენური გზით.31,32 თავიდან შეიყვანეთ საცდელი დოზა.33
-
გ. ასკორბინის მჟავის პარალელურად დანიშვნის შემთხვევაში, ორალური გზით მიღებული რკინის პრეპარატების ბიოშეღწევადობა მატულობს.34
-
-
შენიშვნა: პარენტერალური გზით შეყვანილმა პრეპარატებმა და ქიმიურმა ნაერთებმა (მაგ.: რკინის დექსტრანი) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული და ანაფილაქსური რეაქციები, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე, ასევე პრობლემის დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
-
3. მკურნალობა რეკომბინანტული ერითროპოეტინით (r-HuEPO)35,36
-
ა. ორგანიზმის რეაქცია ერითროპოეტინზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე.37 შედეგის გასაუმჯობესებლად გაზარდე პრეპარატის დოზა ან შეცვალე მისი შეყვანის გზა38
-
ბ. ერითროპოეზის ერითროპოეტინით სტიმულაციის შემთხვევაში ორგანიზმის მიერ უფრო მეტი რკინა მოიხმარება, ამიტომ, ფაქტობრივად, ყველა პაციენტს სჭირდება რკინის მარაგის შევსება.39-41
-
გ. ერითროპოეტინი გამოყენებულ იქნა ბავშვებსა და ჩვილებშიც. არსებით გვერდით მოვლენებს ადგილი არ ჰქონია.42-44
-
დ. იმ მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლებიც ერითროპოეტინით მკურნალობაზე ორგანიზმის რეაქციას აქვეითებენ:
-
1) რკინის დეფიციტი. განიხილე რკინის ინტრავენური გზით შეყვანის საკითხი.
-
2) ჰემატინიკების დეფიციტი. განიხილე ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ B12-ის დანიშვნის საკითხი45 (განსაკუთრებით ასაკოვნებთან და იმ პაციენტებთან, რომელთაც გადატანილი აქვთ კუჭის რეზექცია46)
-
3) ჰიპერპარათირეოიდიზმი
-
4) არსებული ინფექციური, ანთებითი ან ავთვისებიანი პროცესები.
-
-
-
4. თუ ორგანიზმის რეაქცია ერითროპოეტინით მკურნალობაზე არ არის სათანადო (გაზრდილი დოზების მიუხედავად) ან ერითროპოეტინი არ არის ხელმისაწვდომი, განიხილე ანდროგენული პრეპარატების დანიშვნის საკითხი.47
-
შენიშვნა: პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები, ანდროგენული თერაპია სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.
-
5. კვების გაუმჯობესება
ე. პრეოპერაციულ პერიოდში ერითროპოეზის სტიმულაცია
-
1. ერითროპოეზის სტიმულაციის მიზნით პრეოპერაციულ პერიოდში დანიშნე რკინის პრეპარატები, რკინის დეფიციტის არქონის შემთხვევაშიც კი.48,49
-
2. პაციენტებში, რომელთა ჰემოგლობინი ნორმის ქვედა ზღვარზეა და იგეგმება ოპერაცია, რასაც შეიძლება ახლდეს სისხლის დიდი დანაკარგი, ჰემატოკრიტის გაზრდის მიზნით დანიშნე ერითროპოეტინი; ასეთი სახით გააადვილებ ინტრაოპერაციულ აუტოტრანსფუზიასა და/ან შეამცირებ პოსტოპერაციულ პერიოდში ანემიის განვითარების რისკს50-56
-
3. გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში განიხილე ერითროპოეტინის დანიშვნის საკითხი. ასეთი სახით შეგიძლია პრეოპერაციულ პერიოდში ჰემოგლობინის კონცენტრაციის აწევა და მიოკარდიუმის იშემიის რისკის შემცირება57,58
ვ. დამატებითი პრეოპერაციული ზომები59-63
-
1. პაციენტის სისხლის მოცულობისა და სისხლის მოსალოდნელი დანაკარგის კალკულაციით წინასწარ განსაზღვრე პოსტოპერაციული ჰემატოკრიტი (გაითვალისწინე პაციენტის მდგომარეობა, დიაგნოზი, ქირურგიული ჩარევის მეთოდები და ასევე ქირურგისა და ანესთეზიოლოგის კვალიფიკაცია).
-
2. ჰემოდილუციის დაგეგმვისას აღებული სისხლის მოცულობისა (V) და ოპტიმალური საწყისი ჰემატოკრიტის (Hctსაწყის.) განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით: v = p (ც. ს. მ.) x (Hctსაწყის.-Hctმინ.)/Htსაშ. (ც.ს.მ.)–ცირკულირებადი სისხლის მოცულობა Hctსაწყის. – საწყისი ჰემატოკრიტი Hctმინ. – მინიმალური ჰემატოკრიტი Hctსაშ. – საშუალო ჰემატოკრიტი
-
3. თუ მოსალოდნელი სისხლის დანაკარგი მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰემატოკრიტს:
-
ა. განიხილე განსხვავებული ქირურგიული მეთოდები. ქირურგიული ტექნიკა და ოპერაციული მიდგომა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სისხლის დანაკარგს.64
-
ბ. ჰემოგლობინის დონის, კოაგულაციური სტატუსისა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პრეოპერაციულ პერიოდში განსაზღვრე შენი მოქმედების სტრატეგია (გამოიყენე მეთოდების კომბინაცია).65
-
გ. შეიმუშავე სისხლის დაზოგვის ინტრა- და პოსტოპერაციული მეთოდების სათანადო კომბინაცია, აუტოტრანსფუზიის ჩათვლით.
-
-
4. თანმხლები დაავადებების მკურნალობა (მაგ.: კარდიოპულმონური დაავადებები66,67
-
5. წონის კორექცია და/ან ფიზიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. აუცილებლობის შემთხვევაში გადადე ოპერაცია.
2. ᲞᲔᲠᲘᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲙᲐᲠᲒᲘᲡ ᲨᲔᲛᲪᲘᲠᲔᲑᲐ
ა. შეზღუდე დიაგნოსტიკური ფლებოტომია68-70
-
1. გააკეთე მხოლოდ აუცილებელი ანალიზები.
-
2. მინიმუმამდე დაიყვანე ანალიზებისას აღებული სისხლის მოცულობა (გამოიყენე პედიატრიული სინჯარები).
-
3. სისხლის თითო ნიმუშში განსაზღვრე რამდენიმე მაჩვენებელი.
-
4. მიკროსინჯები/მიკროანალიზები
-
5. განიხილე სისხლში აირების მონიტორინგისა და ინსტრუმენტული მეთოდებით კვლევის არაინვაზიური გზები.
ბ. მინიმუმამდე დაიყვანე არადიაგნოსტიკური იატროგენული სისხლის დანაკარგი71,72
გ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პროფილაქტიკა
-
1. რისკჯგუფის პაციენტებში განიხილე სტრეს-წყლულის პროფილაქტიკური მკურნალობის საკითხი.73,74
-
ა. ენტერალური კვება
-
ბ. სუკრალფატი
-
გ. ჰისტამინის H2 რეცეპტორის ანტაგონისტები
-
დ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
-
3. ᲟᲐᲜᲒᲑᲐᲓᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ
ა. წუთმოცულობის და მოცირკულირე სისხლის მოცულობის ნორმალიზება
-
1. შეინარჩუნე მოცირკულირე სისხლის მოცულობა.
-
ა. კრისტალოიდების ხსნარები
-
1) რინგერის ლაქტატი
-
2) ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი
-
3) ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი75-81
-
-
ბ. კოლოიდური ხსნარები
-
1) პენტასტარჩი (ასევე დაბალმოლეკულური სახამებლის ხსნარები)
-
2) ჰიდროქსიეთილსახამებელი82,83 (შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კოაგულაციაზე. იხ. შენიშვნა.
-
3) დექსტრანი84 (მოქმედებს კოაგულაციაზე. იხ. შენიშვნა 4)
-
4) ჟელატინი85,86
-
-
-
შენიშვნა:
-
1. სწრაფად აღადგინე მოცირკულირე სისხლის მოცულობა. სწორად შეარჩიე ხსნარი, მისი მოცულობა, შეყვანის გრაფიკი და სისწრაფე.87-89
-
2. სისხლდენის შეჩერებამდე არტერიული წნევის სწრაფმა ნორმალიზებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენა90მიიღე ზომები სისხლდენის შესაჩერებლად და მიმართე ზომიერ ინფუზიურ თერაპიას არტერიული წნევის დასაშვებ ქვედა ზღვარზე შენარჩუნებით.91-93
-
3. მოერიდე სითხით გადატვირთვას, რაც განაზავებს სისხლს და შეამცირებს ერითროციტებისა და კოაგულაციური ფაქტორების კონცენტრაციას.94 მოცირკულირე სისხლის მოცულობის გასაკონტროლებლად გამოიყენე ფილტვის არტერიის კათეტერი ან გაზომე ცენტრალური ვენური წნევა; გარდა ამისა განიხილე მონიტორინგის არაინვაზიური მეთოდები.95
-
4. მოერიდე დექსტრანებსა და მაღალმოლეკულურ ჰიდროქსიეთილსახამებლებს, ჰემოსტაზსა და შედედებაზე მათი უარყოფითი გავლენის გამო.96გამოიყენე დაბალმოლეკულური ჰეტასტარჩი ან პენტასტარჩი.102-104
-
5. დესმოპრესინით შესაძლებელია ჰიდროქსიეთილსახამებლების105,106 და დექსტრანების107,108 ანტითრომბოზული მოქმედების ნაწილობრივი კომპენსირებამ (იხ. აგრეთვე 4.ვ.)
-
6. შეცდომაში შეიძლება შეგვიყვანოს ჰემოგლობინის დონის მაჩვენებელმა, რადგან ის დამოკიდებულია სისხლის აღების მეთოდზე. ასევე მონაცემები განსხვავებულია ორგანიზმსა და სინჯარაში.109
-
1) კოლოიდური ხსნარებითა და კრისტალოიდებით მოცირკულირე სისხლის მოცულობის დროებითმა გაზრდამ შეიძლება ხელოვნურად დაწიოს ჰემატოკრიტის მაჩვენებელი; ასევე მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, და სხვა.
-
-
გ. ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქციის მქონე სისხლის შემცვლელი პრეპარატები (თუკი შესაძლებელია მათი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება)
-
1) Perfluorochemicals
-
2) ჰემოგლობინის შემცველი ჟანგბადის გადამტანი საშუალებები
-
-
-
2. ინოტროპული პრეპარატები
-
3. ვაზოაქტიური პრეპარატები
ბ. ვენტილაციისა და ოქსიგენაციის ნორმალიზება
-
1. გაზარდე შესუნთქულ აირში ჟანგბადის კონცენტრაცია (FiO2)110,111
-
ა. მაღალ დონეზე შეინარჩუნე FiO2 და მიიღე ზომები ანემიის სამკურნალოდ.112,113
-
1) ჰიპოქსემია უფრო საშიშია, ვიდრე ჟანგბადის ტოქსიკური მოქმედება.
-
2) პარალელურად განიხილე ანტიოქსიდანტების დანიშვნის საკითხი.
-
-
ბ. მხედველობაში მიიღე ფაქტორები, რომლებიც ჟანგბადის მიმართ ჰემოგლობინის აფინურობაზე მოქმედებენ (pH, PCO2, ტემპერატურა).
-
-
2. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენებისას ყოველ პაციენტს ინდივიდუალურად მიუდექი და მინიმუმამდე დაიყვანე ვენტილაციით გამოწვეული ფილტვების დაზიანება114 (მაგ.: ვენტილაციის რეჟიმი, მუცელზე მწოლიარე პოზა (prone position),115 შესუნთქული აზოტის ოქსიდი116)
-
შენიშვნა: ოქსიგენაციის გაუმჯობესების მიზნით აზოტის ოქსიდის გამოყენებამ, თრომბოციტების აგრეგაციის გარდამავალი ინჰიბიციის გამო, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სისხლის შედედებაზე.
-
-
3. ჰიპერბარიული ოქსიგენაცია117-122
გ. შეამცირე ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარება
-
1. კონტროლირებადი ჰიპოთერმია (იხ. 4. ზ. 2)
-
2. სედატიური მედიკამენტების შეყვანა
-
3. მიორელაქსანტების დანიშვნა
-
4. მექანიკური ვენტილაცია
-
5. ადეკვატური გაუტკივარება
4. ᲘᲜᲢᲠᲐᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲓᲐᲖᲝᲒᲕᲐ ᲓᲐ ᲐᲣᲢᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ
ა. მეთოდების კომბინაციის გამოყენება
-
1. რაც უფრო მაღალია სისხლდენის რისკი, მით უფრო მეტია სისხლის დაზოგვის არაერთი მეთოდის კომბინაციის გამოყენების ჩვენება, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე.123-129
-
2. მეთოდების შესაფერისი კომბინაციების გამოყენება სინერგიულად მოქმედებს სისხლის დანაკარგის შემცირებაზე.130-133
ბ. სისხლის დანაკარგის შესამცირებლად გამოყენებული ქირურგიული მეთოდები
-
1. საგულდაგულოდ ჩატარებული ჰემოსტაზი და ოპერაციული ტექნიკა
-
ა. სრული ჰემოსტაზი სხვადასხვა მეთოდის კომბინაციის გამოყენებით134-142
-
1) ქირურგიული ჩარევა ქსოვილების მინიმალური ტრავმირებით (მაგ.: მოერიდე შეხორცებებს). კარგად დაგეგმილი ოპერაცია ნაკლებ ვასკულირებადი ზონის გაკვეთით143,144
-
2) ქსოვილთა ნაკლები ტრავმატიზაცია
-
3) სისხლძარღვთა აბერანტული ვარიანტების ცოდნა
-
4) სისხლდენის შესაჩერებლად სწრაფი და ზუსტი მოქმედება
-
5) მექანიკური ოკლუზია (ლიგატურა, კლიპირება, მომჭერები, ბალონირება, tacks)145-151
-
6) სისხლძარღვთა გამოყოფა152-156 (მაგ.: ორ თითს შორის სისხლძარღვების ოკლუზიის მეთოდით „pringle maneuver“)
-
7) ვენო-ვენური შუნტირება157
-
-
ბ. ოპერაციის დროს პაციენტის სხეულის პოზა158,159
-
1) მოერიდე ვენების კომპრესიას
-
-
გ. ლახტის გამოყენება160,161
-
-
2. შეამცირე ოპერაციის მიმდინარეობის დრო.
-
ა. რაც უფრო სწრაფად კეთდება ოპერაცია, უფრო ნაკლებია სისხლის დანაკარგი.162,163
-
ბ. განიხილე ქირურგიული ბრიგადის გაფართოების საკითხი.
-
გ. განიხილე ოპერაციის ეტაპები და წინასწარ ივარჯიშე.164
-
დ. დარწმუნდი, რომ ოპერაციის სწრაფად ჩასატარებლად და გაუთვალისწინებელ გართულებებთან გასამკლავებლად მომზადებული გაქვს სათანადო აპარატურა და ინსტრუმენტები.
-
-
3. რთული ოპერაციების ეტაპობრივად შესრულება165-169
-
ა. დაგეგმილი განმეორებითი ოპერაცია (მაგ.: ტრავმისა და ისეთი ოპერაციისას, რომელსაც თან სდევს სისხლის დიდი დანაკარგი)170
-
ბ. სისხლდენისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ქირურგიულ ჩარევასთან, განიხილე დროებითი ტამპონადისა და ჭრილობის დახურვის საკითხი
-
გ. პროფილაქტიკური ანგიოგრაფიული ემბოლიზაცია
-
1. პრეოპერაციული ემბოლიზაცია171-179
დ. ჰემოსტაზისთვის განკუთვნილი ქირურგიული ინსტრუმენტები
-
1. ელექტროკაუტერი/ელექტროქირურგია180,181
-
2. ულტრაბგერითი დანა182,183
-
3. არგონის კოაგულატორი184-188
-
4. რადიოსიხშირული თერმული აბლაცია189-191
-
5. ქსოვილთა გაკვეთა წყლის ჭავლის დისექტორით192-194
-
6. მიკროტალღოვანი მოწყობილობები195-197
-
7. ლაზერი198,199
ე. მცირეინვაზიური მეთოდები
-
1. ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული ქირურგია200-204
-
2. ენდოლუმინალური მანიპულაციები205-207
-
3. კრიოქირურგია208-210
-
4. პრეციზიული სხივური თერაპია
ვ. ჰემოსტაზის მედიკამენტოზური სტიმულაცია214,215
-
1. სისტემური ჰემოსტაზური საშუალებები
-
შენიშვნა:
-
1. ანტიფიბრინოლიზური საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ასევე პოსტოპერაციული ძლიერი სისხლდენისას.242
-
2. პაციენტებში, რომლებიც ოპერაციამდე იღებდნენ ასპირინს, სისხლდენის შემცირება შესაძლებელია აპროტინინით.243-245
-
3. თუ პოსტოპერაციულ ან ტრავმატოლოგიურ პაციენტებში აღინიშნება გენერალიზებული სისხლდენა ან სისხლდენის კერა მიუდგომელია, ხდება ჰემოსტაზის მედიკამენტოზური კორექცია. თუ სისხლდენის კუპირება მედიკამენტოზური საშუალებებით შეუძლებელია, სასწრაფოდ ჩაატარე ოპერაცია.
-
-
2. სისხლის შედედების ფაქტორების აქტივობის გაზრდა
-
ა. დესმოპრესინი246-252
-
შენიშვნა:
-
1. მონაცემების თანახმად, დესმოპრესინი ამცირებს სისხლდენას ოპერაციამდე ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალებ პაციენტებში.253,254
-
2. ინტრა ან პოსტოპერაციულ პერიოდში დესმოპრესინის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სისხლდენა იმ პაციენტებში, რომელთაც სხვა მხრივ სისხლის შედედების ფუნქცია ნორმალურ მდგომარეობაში აქვთ. ეს შესაძლებელი ხდება შრატში ფაქტორი VIII-ის და ფონ ვილებრანდის ფაქტორის დონის გაზრდით და თრომბოციტების დოზაზე დამოკიდებული ადჰეზიური უნარის მომატებით.255-258
-
3. დესმოპრესინი ასევე გამოიყენება ურემიასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების კორექციისას, როგორებიცაა გახანგრძლივებული სისხლდენის დრო და თრომბოციტოპათია. ასეთი სახით ხდება ჰემოსტაზის შენარჩუნება ინტრა და პოსტოპერაციულ პერიოდში.259
-
4. დესმოპრესინი იწვევს პლაზმინოგენის აქტივატორის აქტივობის გარდამავალ, დოზაზე დამოკიდებულ ზრდას. მოერიდე დიდი დოზების გამოყენებას. 48 საათის განმავლობაში პრეპარატის განმეორებით შეყვანისას მისი ეფექტურობა მცირდება.
-
5. დესმოპრესინის ეპსილონ-ამინოკაპრონის მჟავასა ან ტრანექსამის მჟავასთან ერთად გამოყენებას არ ახლავს გვერდითი მოვლენები.260
-
-
-
261,262 (პროფილაქტიკური მიზნით)
ბ. ვიტამინი K-
შენიშვნა:
-
1. ოპერაციის წინა პერიოდში ვიტამინ K-ს პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება ზრდის ამ ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების დონეს.
-
2. განიხილე პოსტოპერაციულ პერიოდში ვიტამინ K-ს პარენტერალური გზით შეყვანის საკითხი.263
-
3. ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური გზით მიღებული ვიტამინ K-ს შეწოვის პროცესზე.
-
-
-
გ. რეკომბინანტული ფაქტორი VIIa (r-FVIIa)264-269
-
შენიშვნა:
-
1. განიხილე r-FVIIa-ს გამოყენების საკითხი პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლის შედედების თანდაყოლილი დაავადებები ან თრომბოციტოპათია.270-272
-
2. განიხილე r-FVIIa-ს გამოყენების საკითხი პაციენტებში, რომელთაც თრომბოციტოპენიისა და შეძენილი თრომბოციტოპათიის ფონზე აქვთ სისხლდენა ძნელად მისადგომი ადგილებიდან (სადაც რთულია მექანიკური ჰემოსტაზის განხორციელება) და რომელთაც სხვა მხრივ სისხლის შედედების ნორმალური ფუნქცია აქვთ.273-279
-
3. განიხილე r-FVIIa-ს გამოყენების საკითხი დიკ-სინდრომით გამოწვეული სისხლდენისას.280
-
-
-
დ. სისხლის შედედების ფაქტორებით ჩანაცვლებითი თერაპია
-
1) არსებობს შედედების ფაქტორების: VIIa, VII, IX რეკომბინანტული პრეპარატები.
-
-
ე. კრიოპრეციპიტატი281
-
-
3. ადგილობრივი მოხმარების ჰემოსტაზური საშუალებები:
-
ა. ადჰეზიური საშუალებები282-284
-
ბ. ფიბრინის წებო285-293
-
გ. ფიბრინის გელი ან თრომბოციტული გელი294,295 (იხ. აგრეთვე 4.ლ.)
-
დ. კოლაგენური ჰემოსტატი (Avitene®, Instat®)296,297
-
ე. ადგილობრივად გამოიყენე თრომბინი ან თრომბინით გაჟღენთილი ტამპონები.298,299
-
ვ. დაჟანგული ცელულოზისგან დამზადებული ჰემოსტაზური საშუალებები (Surgicel®, Oxycel®)
-
ზ. ჟელატინის ქაფი/ღრუბელი (Gelfoam®, Surgifoam®)
-
თ. კალციუმის ალგინატი300-303 (Algosteril®, Kaltostat®)
-
-
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენის ადგილის აღმოჩენა შესაძლებელია და არ არის მიუდგომელი, ადგილობრივად გამოყენებად ჰემოსტაზურ საშუალებებს შეუძლია კაპილარული სისხლდენის შეწყვეტა ან შემცირება
-
-
4. ადგილობრივად გამოიყენე ვაზოკონსტრიქტორები.
ზ. სხეულის ნორმალური ტემპერატურა/სისხლის შედედების უნარის შენარჩუნება
-
1. შეინარჩუნე სხეულის ნორმალური ტემპერატურა.
-
ა. ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტებისა და სისხლის შედედების ფაქტორების ფუნქციის დარღვევა და გაზარდოს სისხლდენა.309-314
-
ბ. ოთახში შეინარჩუნე საკმარისად მაღალი ტემპერატურა. პაციენტის გათბობა პრე, ინტრა და პოსტოპერაციულ პერიოდში. მაქსიმალურად თბილად დააფარე პაციენტს. გააკონტროლე სხეულის ტემპერატურა.315
-
გ. სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ასეთი სახით ვაზოდილატატორების საჭიროების შესამცირებლად, თბილი ჰაერის ნაკადით გაუთბე პაციენტს თავი, კისერი და მხრები.316,317
-
დ. გაათბე ინფუზიური ხსნარები და ორგანიზმში აუტოტრანსფუზიის გზით დაბრუნებული სისხლი.318
-
ე. ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის განწყობა კოაგულოპათიისა და სისხლდენისადმი, რაც დაკავშირებულია სისხლძარღვთა შევიწროებასა და ჰიპერტენზიასთან, ინფექციების მიმართ დაქვეითებულ იმუნიტეტთან, ჭრილობის გახსნასთან, ჰემოდინამიკურ დარღვევებთან, კანკალთან (გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოხმარებით).319-323
-
-
2. ქსოვილთა მიერ ჟანგბადის მოხმარების შემცირების მიზნით და ასეთი სახით თავის ტვინისა და მიოკარდიუმის იშემიის თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ სიტუაციებში (მაგ.: კარდიო და ნეიროქირურგია) შეიძლება საჭირო იყოს სხეულის ტემპერატურის კონტროლირებადი შემცირება.324-326
-
3. კარდიოლოგიური პროცედურებისა და ოპერაციის დროს ინდივიდუალურად შეარჩიე ჰეპარინისა და პროტამინის სულფატის დოზები. მოერიდე შაბლონურ მიდგომას.327,328
-
ა. მხოლოდ წონის მიხედვით ჰეპარინის დოზის განსაზღვრა ხშირად არასანდოა, რადგან ორგანიზმის რეაქცია ჰეპარინზე ინდივიდუალურია; ასევე განსხვავდება ოპერაციის დროს პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე და მისი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.
-
ბ. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის გამოყენებისას განიხილე მისი ჰეპარინით დამუშავების საკითხი.329-333
-
თ. კონტროლირებადი ჰიპოტენზიური ანესთეზია
-
1. ჰიპოტენზიის ინდუქცია და მისი გარკვეულ ზღვარზე შენარჩუნება334-338 (მაგ.: ღვიძლის,339,340 ორთოპედიული,341 პედიატრიული,342,343 ნეირო344 და უროლოგიური345) ოპერაციებისას)
-
2. რაც უფრო მაღალია სისხლდენის რისკი, მით უფრო რეკომენდებულია კონტროლირებადი ჰიპოტენზიის მეთოდის გამოყენება სისხლის დაზოგვის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში (მაგ.: ერითროპოეტინი, აუტოლოგიური სისხლის რეინფუზია).346-350
-
3. პაციენტის მართვის პროცესში გაითვალისწინე ოპერაციის ტიპი და არსებული დაავადებები.
-
ა. კონტროლირებადი ჰიპოტენზიის მეთოდის შედარებით, უკუჩვენებად ითვლება: არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, კორონარული დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების მძიმე პათოლოგია, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებები, ფეხმძიმობა, ჰიპოვოლემია.
-
-
4. თანმხლები დაავადებების მქონე (დაბალი წუთმოცულობის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია პარკუჭოვანი უკმარისობით) ასაკოვან პაციენტებში წარმატებით გამოიყენება ჰიპოტენზიური ეპიდურალური ანესთეზია.351,352
-
5. ჰიპოტენზიის გამომწვევი ზოგიერთი პრეპარატი (მაგ.: ნიტროგლიცერინი, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი) დროებით ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიციას,353,354 მაგრამ თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამის კლინიკური გამოვლინება უმნიშვნელოა.
ი. სხვა ანესთეზიური საშუალებები
-
1. ჩვეულებრივ, ნორმოვოლემიურ ანემიას პაციენტები კარგად იტანენ (იხ. 7.)
-
2. ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქციის დარღვევისას, მუდმივად შეინარჩუნე მაღალი FiO2.
-
3. რეგიონული/ეპიდურალური ანესთეზია355-360
-
შენიშვნა: ზუსტად ვერ დადგინდა კავშირი ანესთეზიის მეთოდსა (რეგიონული თუ ზოგადი) და დაკარგული სისხლის რაოდენობას შორის. მიუხედავად ანესთეზიის ფორმისა (რეგიონული, ნარკოტიკული და ა.შ.), ანესთეზიის ტექნიკა ისე უნდა იყოს დაგეგმილი და შესრულებული, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სისხლის დანაკარგი (მაგ.: სხეულის პოზა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, კონტროლირებადი ჰიპოტენზია).
-
-
4. ინტრაოპერაციული ჰიპერტენზიის პრევენციის მიზნით ოპერაციის მსვლელობის პერიოდში გააკონტროლე არტერიული წნევა (განსაკუთრებით კი სისხლძარღვებზე ოპერაციისას).361,362
-
ა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები არტერიული წნევის ზომიერად შემცირების მიმართ ამტანნი არიან. კორონარულ სისხლძარღვებში საკმარისი რაოდენობის სისხლის მისაწოდებლად მიმართე ადეკვატურ ინფუზიურ თერაპიას
-
კ. აუტოლოგიური სისხლის რეინფუზია
-
1. სისხლის ინტრაოპერაციული რეინფუზია363-374
-
ა. ოპერაციისას სწრაფად განვითარებული სისხლდენის შემთხვევაში რეინფუზიის მეთოდის გამოყენება აუტოლოგიური სისხლის დაზოგვის საშუალებას იძლევა.375,376
-
ბ. ონკოლოგიური ოპერაციის დროს სისხლის რეინფუზიისას377რეკომენდებულია ლეიკოციტური ფილტრების გამოყენება378-380(ცალკე ან სისხლის დასხივების მეთოდთან კომბინაციაში).381,382
-
გ. ბაქტერიული კონტამინაციის რისკის შემთხვევაში (მაგ.: ნაწლავური დაზიანება), პრე და/ან პოსტოპერაციულ პერიოდში, გამოიყენე სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკების დამატება შესაძლებელია ფიზიოლოგიურ ხსნარში ანტიკოაგულანტებთან ერთად.383
-
დ. სამეანო ოპერაციის დროს სისხლის რეინფუზიისას სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვის შემთხვევაში, მცირეა ამნიონური სითხის ემბოლიზაციის რისკი.384
-
ლ. კომპონენტებად დაყოფა
-
1. აუტოლოგიური სისხლის ერთ ან მრავალკომპონენტური ინტრაოპერაციული ფერეზი ან ფრაქციებად დაყოფა385-388
-
2. თრომბოციტებით გაჯერებული პლაზმა389,390
- 3. თრომბოციტოფერეზი
მ. ინტრაოპერაციული ჰემოდილუცია
-
1. მწვავე ნორმოვოლემიური (იზოვოლემიური) ჰემოდილუცია.393-399
-
ა. მწვავე ნორმოვოლემიური ჰემოდილუციის ეფექტურობა აღებული სისხლის რაოდენობის პირდაპროპორციულია. ეს პროცედურა უფრო ეფექტურია, როცა ოპერაციის დაწყებისას 1000 მლ ან უფრო მეტი რაოდენობის სისხლია აღებული (იხ. 1.ვ.2.).
-
ბ. მოცირკულირე სისხლის მოცულობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, არტერიული სისხლის წნევა და გულისცემის სიხშირე შეიძლება პრაქტიკულად უცვლელი დარჩეს.400,401
-
გ. სისხლში ჰემოგლობინის სასურველი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ოპერაციის დასაწყისში აღებული სისხლის რეინფუზია ოპერაციის მსვლელობისას ან მის შემდეგ ხდება.
-
დ. მწვავე ნორმოვოლემიური ჰემოდილუციის მეთოდი გამოიყენება გულის დაავადებების მქონე გარკვეულ პაციენტებში;402-405 მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, როცა ეს მეთოდი გამოიყენება უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე ანესთეზიურ პრეპარატებთან ერთად.406,407ღვიძლის ან თირკმლების პათოლოგიების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს განსაკუთრებული სიფრთხილე და მონიტორინგი; ასევეა გულ-სისხლძარღვოვანი, ცერებროვასკულარული ან ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში.
-
ე. პატარა ბავშვებში მწვავე ნორმოვოლემიური ჰემოდილუცია უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია.408-410
-
-
2. მწვავე ჰიპერვოლემიური ჰემოდილუცია411-415
-
ა. ამ პროცედურის დროს, ოპერაციის დაწყებისას სისხლის განზავების მიზნით პაციენტს უნდა გადაესხას ინფუზიური ხსნარი, რომელიც არ შეიცავს სისხლს.
-
ბ. მწვავე ნორმოვოლემიურ ჰემოდილუციასთან შედარებით, მწვავე ჰიპერვოლემიური ჰემოდილუცია გამოირჩევა ჟანგბადის ტრანსპორტირების უფრო მაღალი მაჩვენებლითა და ქსოვილების უკეთესი ოქსიგენაციით. ამ პროცედურას ორგანიზმი კარგად იტანს.416
-
გ. თუმცა სისხლის დაზოგვის კუთხით, მწვავე ჰიპერვოლემიური ჰემოდილუცია მწვავე ნორმოვოლემიურ ჰემოდილუციასთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია; ასაკოვან პაციენტებში ეს მეთოდი ოპერაციის დროს ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული.417-419
-
-
შენიშვნა:
-
1. ჰემოდილუციის მეთოდის გამოყენება შეიძლება ცალკე ან სისხლის დაზოგვის სხვა ისეთ მეთოდებთან ერთად, როგორებიცაა: ერითროპოეტინით პრეოპერაციული მკურნალობა, კონტროლირებადი ჰიპოტენზია ან სისხლის რეინფუზია.420,421 ჰემოდილუცია უნდა იყოს სისხლის დაზოგვის ეფექტურობის გასაზრდელად გათვლილი კომპლექსური პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი.422
-
2. ქირურგიული ჰემოდილუციისას ანემიას, ჩვეულებრივ, პაციენტები კარგად იტანენ (იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობა). ლიტერატურაში მოცემული რეკომენდაციები ჰემოგლობინის მინიმალურ დასაშვებ ზღვართან დაკავშირებით, როგორც წესი, ეხება მწვავე სისხლდენას.
-
3. პრაქტიკამ აჩვენა, რომ კარდიოლოგიური ოპერაციის დროს სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის გამოყენებისას მილების დიამეტრისა და მათი შევსების ხარისხის შემცირებით (რასაც მივყავართ სისხლის ნაკლებ განზავებამდე) შესაძლებელია, საგრძნობლად შემცირდეს ალოგენური სისხლის გადასხმის საჭიროება.423,424 სისხლის განზავების შესამცირებლად ბოლომდე არ შეავსო ტუმბო.425 გარდა ამისა, ეფექტურია ულტრაფილტრაციის მეთოდი. (იხ. 4.ნ.)
-
ნ. ჰემოფილტრაცია/ჰემოკონცენტრაცია
-
1. თრომბოციტების, სისხლის შედედების ფაქტორებისა და პლაზმის ცილების შენარჩუნების მიზნით ცენტრიფუგირების ნაცვლად გამოიყენე ულტრაფილტრაციის მეთოდი.426-428
-
ა. პლაზმის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად სისხლის რეინფუზიის დროს შეგიძლია გამოიყენო ულტრაფილტრაციის მეთოდი.429
-
-
2. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის შემდეგ (CPB) ოქსიგენატორის ნარჩენი შემცველობიდან კონცენტრირების მეთოდით ერითროციტების გამოყოფა და მათი რეინფუზია ხდება.
-
3. ჩვილებსა და ბავშვებში კარდიოლოგიური ოპერაციის დროს რეკომენდებულია: უფრო მცირე ზომის მილების მქონე აპარატების გამოყენება, ინტრაოპერაციული სისხლის დაზოგვის მეთოდები, ანტიფიბრინოლიზური საშუალებები, მოდიფიცირებული ულტრაფილტრაცია და შეიძლება დაშვებულ იქნეს ჰემოგლობინის უფრო დაბალი მაჩვენებელი.430
5. ᲞᲝᲡᲢᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ
ა. სისხლის დანაკარგის ზედმიწევნითი კონტროლი
-
1. მუდმივად დააკვირდი პაციენტს, რათა დროულად ამოიცნო სისხლდენის ნიშნები ან სისხლის შედედების სისტემაში არსებული დარღვევები და დროულად აღმოფხვრა ისინი.
-
2. სისხლდენის სიმპტომები:431
-
ა. ტკივილი, ჭრილობის შეშუპება ან ქსოვილთა გამკვრივება ჭრილობასა და მის გარშემო
-
ბ. ჰემოდინამიკური დარღვევები
-
გ. სითხის ბალანსი ორგამიზმში
-
შენიშვნა: ინფუზიური თერაპიის არაეფექტურობის გავრცელებული მიზეზი უწყვეტი სისხლდენაა. ინფუზიური თერაპიის ფონზე არსებული ჰიპოვოლემიისას ეჭვი უნდა მიიტანო სისხლდენაზე.
-
დ. სასიცოცხლო მაჩვენებლები და კლინიკური დაკვირვება (მაგ.: თავბრუსხვევა, გულისრევა, წყურვილი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ძლიერი ოფლიანობა, ფსიქიკური ცვლილებები, შოკი).
-
ე. ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის შემცირება (შეამცირე ანალიზის მიზნით აღებული სისხლის რაოდენობა და ჩატარებული ანალიზების რაოდენობა მოარგე კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციას).
-
ვ. შეამცირე ცენტრალური ვენური წნევის (CVP) გასაზომად ჩატარებული პუნქციების რაოდენობა.
-
ზ. დრენირება
-
-
3. სისხლდენის დიაგნოსტიკა432,433
-
ა. სისხლდენის კერის განსაზღვრა:
-
1) მხოლოდ ერთი ადგილიდან სისხლდენა (მაგ.: ოპერაციული ჭრილობიდან), როგორც ჩანს, ქირურგიული ჰემოსტაზის ლოკალიზებული დეფექტია.
-
2) დიფუზური სისხლდენა შეიძლება მიუთითებდეს ჰემოსტაზის ზოგად დარღვევებზე (მაგ.: სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, ინტრავენური ნანემსრებიდან, გავრცელებული პეტექია, პურპურა, დიდი ზომის ექკიმოზი, ჰემატურია).
-
-
შენიშვნა:
-
1. თუ ჭარბი სისხლდენისას ჰემოსტაზის სისტემის დიაგნოსტიკური ტესტის პასუხები შედარებით ნორმის ფარგლებშია, ეს სისხლდენის ქირურგიულ მიზეზზე უფრო მიუთითებს, ვიდრე კოაგულოპათიაზე.
-
2. სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოსტაზური კოლტის ფორმირების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო (მაგ.: თრომბოციტული დისფუნქციისას ან სისხლის განზავებით გამოწვეული თრომბოციტოპენიისას).
-
-
ბ. გაარკვიე, რა მედიკამენტები აქვს მიღებული პაციენტს ბოლო პერიოდში (მაგ.: ასპირინი, ასპირინის შემცველი პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკოაგულანტური/ანტითრომბოციტული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, თვითმკურნალობა).
-
-
4. დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებულმა მცირედმა სისხლდენამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დიდი დანაკარგი.
ბ. სისხლდენის სწრაფად შეჩერება
-
1. ჰემოსტაზური პრეპარატების გამოყენება
-
3. სისხლდენის შესაჩერებლად პაციენტის დაუყოვნებლივ შეყვანა საოპერაციოში.
-
ა. გამოცდილებისა და კლინიკური სიტუაციის შეფასების საფუძველზე ანესთეზიოლოგი და ქირურგი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, არის თუ არა პოსტოპერაციული სისხლდენა იმდენად ძლიერი, რომ პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას.
-
438-446
გ. სისხლის პოსტოპერაციული რეინფუზია-
შენიშვნა: ვიდრე ძლიერი სისხლდენის მქონე პაციენტს ქირურგიული ჰემოსტაზის მიზნით დაუყოვნებლივ გადაიყვან საოპერაციოში, მიმართე სისხლის რეინფუზიას.
დ. ჰემოსტაზი/სისხლის შედედების კორექცია447
-
1. ჰეპარინის ნეიტრალიზაციის სქემის ინდივიდუალური შერჩევა448-450
-
2. სისხლის ვისკოელასტიურობის გამოკვლევით (მაგ.: თრომბოელასტოგრაფია და Sonoclot) რეკომენდებულია სისხლის შედედებისა და თრომბოციტების ფუნქციის მონიტორინგი. ეს გვეხმარება ჰემოსტაზის კორექციაში, თრომბოციტების ფუნქციის შეფასებასა და იმის განსაზღვრაში, არის თუ არა სისხლდენა მექანიკური გენეზის ან ჰემოსტაზის სისტემაში არსებული დარღვევებით გამოწვეული. ასევე გვეხმარება ჰიპერკოაგულაციისა და ჰეპარინის მიმართ რეზისტენტული პაციენტებისა და ჰიპერფიბრინოლიზის ამოცნობაში.
-
3. შეინარჩუნე სხეულის ნორმალური ტემპერატურა (იხ. 4.ზ.)
ე. სწორად შერჩეული ინფუზიური თერაპია
-
1. ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში სწორად შერჩეული ინფუზიური თერაპია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ჰემოდილუცია, შევინარჩუნოთ სათანადო პერფუზია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქცია. მნიშვნელოვანია, არ დაუშვა ჰიპერტენზია451-453 (იხ. 3.ა.)
-
ა. ქსოვილთა პერფუზია განისაზღვრება არტერიული სისხლის აირების შემცველობით, პაციენტის რეაქციით გამაღიზიანებლებზე და დიურეზით.
-
-
2. ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში შეინარჩუნე ნორმოვოლემია454
ვ. არტერიული წნევის კონტროლი/ჰიპერტენზიის პრევენცია
-
1. სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე შეინარჩუნე ზომიერი ჰიპოტენზია (მაგ.: ნორმოტენზიულ პაციენტებში საშუალო არტერიული წნევა 60-70 მმ ვწყ სვ).
-
2. პაციენტის სხეული უნდა იყოს სათანადო მდგომარეობაში და ჩაუტარდეს ოპტიმალური ვენტილაცია.
ზ. მკურნალობა ეროთროპოეტინით (იხ. 1.დ.3)
თ. თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა
-
1. თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეარჩიე ანტიკოაგულანტების მიღების სქემა (დრო, დოზა, ხანგრძლივობა). გაითვალისწინე ერთი მხრივ სისხლდენისა და მეორე მხრივ თრომბოემბოლიის რისკი455,456 მოერიდე პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის რუტინულად დანიშვნას.
-
ა. სისხლდენის რისკის შესამცირებლად, პაციენტზე, რომელიც იღებს ანტიკოაგულანტებს, აწარმოე საფუძვლიანი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი.
-
ბ. რეკომენდებულია მცირე დოზებით დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება.
-
გ. სისხლდენისა და თრომბოზის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ გადაუდებელი ოპერაცია, უნდა დაენიშნოთ ხანმოკლე მოქმედების ანტიკოაგულანტები (მაგ.: ჰეპარინი, ლეპირუდინი), რომელთა მონიტორინგიც უფრო ადვილია.
-
-
2. მიმდინარე სისხლდენის შემთხვევაში შეწყვიტე/ჩაანაცვლე ანტიკოაგულანტები ან ანტითრომბოციტული პრეპარატები ან შეამცირე მათი დოზები.
-
3. სისხლდენისა და თრომბოზის მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან, რომელთათვისაც უკუნაჩვენებია ჰეპარინის მიღება, გამოიყენე კომპრესიული მოწყობილობები (მაგ.: წვივის კომპრესიული მოწყობილობა („foot pump“) ან ფილტრის იმპლანტაცია ქვედა ღრუ ვენაში)457-459
ი. ანალგეტიკების სწორად დანიშვნა
-
1. მხედველობაში მიიღე პრეპარატების გვერდითი მოვლენები და სხვა წამლებთან ურთიერთქმედება (მაგ.: თრომბოციტების დისფუნქცია, თრომბოციტოპენია).
-
2. გარკვეული ქირურგიული პროცედურების შემდეგ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ზრდის პოსტოპერაციულ სისხლდენას460
კ. ინფექციების პროფილაქტიკა
ლ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის პროფილაქტიკა (იხ. 2.გ.)
მ. კვების გაუმჯობესება461
6. ᲛᲬᲕᲐᲕᲔ ᲡᲘᲡᲮᲚᲓᲔᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲨᲝᲙᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ
ტრავმატოლოგიურ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებათ აქტიური სისხლდენა, უპირველესი მიზანი გარეგანი და შინაგანი სისხლდენის შეწყვეტა უნდა იყოს. არაკონტროლირებადი სისხლდენის შემთხვევაში, დაიწყე ზომიერი ინფუზიური თერაპია (არტერიული წნევის დასაშვებ ქვედა ზღვარზე შენარჩუნებით). სწრაფად იმოქმედე როგორც ჰოსპიტალამდელ ეტაპზე, ისე გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მიყვანისას. ოპერატიულად მოემზადე შესაბამისი პროცედურებისთვის (მაგ.: ქირურგიული პერსონალი, აუტოტრანსფუზიის აპარატურა). მედპერსონალის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, ერთდროულად შესაძლებელია პაციენტის გამოკვლევა, სისხლდენის შეჩერება და ინფუზიური თერაპია. სისხლდენის შეწყვეტის მიზნით, შეგიძლია ერთდროულად გამოიყენო არაერთი მეთოდი (მაგ.: ფარმაკოლოგიური და მექანიკური). მკურნალობის პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილება შესაძლებელია დაგეგმვით, კარგი ორგანიზებითა და წინასწარ გავარჯიშებით.
ა. სისხლდენის შეჩერება
-
1. მექანიკური ზეწოლა ჭრილობაზე, გულის დონესთან შედარებით სისხლდენის კერის მაღლა აწევა, მკვებავი სისხლძარღვის მოჭყლეტა, კომპრესიული სახვევები და მოწყობილობები.
-
2. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ლახტის დადება.
-
4. მიმართე სწრაფ დიაგნოსტიკურ საშუალებებს (მაგ.: ულტრასონოგრაფია),465-470 რაც ხელს შეუწყობს დროული გადაწყვეტილების მიღებას.
-
5. ჰიპოტენზიის დაშვება (იხ. 6.ბ.)
-
6. აქტიური სისხლდენის შემთხვევაში გააკეთე გადაუდებელი ოპერაცია471,472 (იხ. 4.ბ.3)
-
ა. ოპერაციის მეთოდების მოდიფიცირება ისე, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერდეს სისხლდენა473-478
-
ბ. დაზიანებული კერის ქირურგიული კონტროლი (“Damage control„ strategy)479-486 (იხ. ქვემოთ მოცემული შენიშვნა).
-
გ. მენჯის მოტეხილობის შემთხვევაში, დროული სტაბილიზაცია (მაგ.: გარეგანი ფიქსაცია)487-489 ან ანტიშოკური კოსტიუმი (ტამპონადის მიზნით).490
-
დ. მცირეინვაზიური მეთოდების გამოყენება (მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შეჩერება ენდოსკოპიური მეთოდით).491-493
-
-
7. აუტოტრანსფუზია/რეინფუზია494-500 (იხ. 4.კ.)
-
ა. გულ-მკერდის ან მუცლის ღრუში ბლაგვი საგნით მიყენებული ან გამჭოლი ჭრილობის შედეგად სისხლის დაგროვებისას შესაძლებელია ამ სისხლის დრენაჟის საშუალებით შეგროვება, მისი გაფილტვრა და რეინფუზია.
-
ბ. სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, წარმატებით არის შესაძლებელი ნაწლავური შიგთავსით კონტამინირებული სისხლის აუტოტრანსფუზიაც.501,502
-
-
8. გადაუდებლად გააკეთე არტერიების ემბოლიზაცია503-510
-
ა. სასწრაფოდ მიმართე ანგიოგრაფიულ ემბოლიზაციას იმ შემთხვევებში, თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, დაარღვიოს სისხლძარღვზე არსებული ტამპონადის ეფექტი და გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა.511
-
ბ. ანგიოგრაფიული ემბოლიზაციის მეთოდი ისევე განიხილე, როგორც არაოპერაციული მკურნალობის ნაწილი სისხლდენის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდინამიკურად სტაბილურები არიან.
-
-
შენიშვნა:
-
1. არ დაკარგო დრო, სასწრაფოდ შეაჩერე სისხლდენა!512
-
2. მრავლობითი დაზიანებების შემთხვევაში, რომლებსაც თან ახლავს ჰემოდინამიკური დარღვევები, მიმართე დაზიანებული კერის ქირურგიული კონტროლის სტრატეგიას (“damage control„ strategy): ხანმოკლე, პირველად ლაპარატომიას (initial laparotomy) დიდი სისხლძარღვოვანი დაზიანებების სწრაფად აღმოფხვრისა და ჭრილობის სანაციისთვის; ასევე მიმართე დროებით ზომებს (მაგ.: ჭრილობის ტამპონირება), რომლებიც ემსახურება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის აღდგენას. არსებული დაზიანებების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად უნდა ჩატარდეს დაგეგმილი განმეორებითი ოპერაცია, რომელიც საჭიროებს პაციენტის ფიზიოლოგიური ლიმიტის სწრაფ განსაზღვრას, ოპერაციის ხანგრძლივობისა და მასშტაბების მოდიფიცირებას.
-
3. გაითვალისწინე, რომ ტამპონების მოშორების შემდეგ არის სისხლდენის ალბათობა და მიიღე სათანადო ზომები.513,514
-
ბ. შოკის მართვა
-
1. პაციენტი დააწვინე ტრენდელბურგის პოზაში (პაციენტი უნდა იწვეს ზურგზე და თავი ფეხებთან შედარებით უფრო დაბლა უნდა იყოს).
-
2. კარგად გათვალე ინფუზიური თერაპიის რეჟიმი (იხ. 3.ა.).
-
ა. არაკონტროლირებადი სისხლდენის დროს მიმართე ზომიერ ინფუზიურ თერაპიას არტერიული წნევის დასაშვებ ქვედა ზღვარზე შენარჩუნებით (არტერიული წნევის საშუალო მაჩვენებელი 55-70 მმ ვწყ სვ-ის ფარგლებში). რაც საკმარისი იქნება ქსოვილთა პერფუზიისთვის.515-525ეს არ ეხება თავის ტრავმის მქონე პაციენტებს.
-
1) არაკონტროლირებადი სისხლდენის დროს აგრესიულმა ინფუზიურმა თერაპიამ ან ანტიშოკური კოსტიუმის გამოყენებამ იმ მიზნით, რომ არტერიული ან ვენური წნევა ნორმამდე იქნეს მიყვანილი, შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა და გამოიწვიოს თრომბის მოწყვეტა.526-530
-
2) მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენისა და შეშუპების პრევენციის მიზნით ინფუზიურ თერაპიაში კოლოიდური ხსნარების გამოყენება უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგს იძლევა.
-
-
ბ. მოერიდე ინფუზიური ხსნარების სწრაფად გადასხმას531
-
გ. შეათბე ინფუზიური ხსნარები
-
1) ცივი ინფუზიური ხსნარების გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია და კოაგულოპათია.
-
-
დ. თუ შეუძლებელია პრეპარატის ინტრავენური გზით ინფუზია (ბავშვებში და ზოგჯერ მოზრდილებშიც), შეიძლება გამოიყენო ძვალშიდა ინფუზიის მეთოდი.532,533
-
გ. მოცირკულირე სისხლის ოქსიგენაციის გაზრდა
-
1. სასუნთქი გზების განვლადობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება, ფილტვების დაზიანების მკურნალობა (იხ. 3.)
დ. სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება
-
1. პაციენტის გასათბობად აქტიური ზომების მიღება534-537 (იხ. 4.ზ.)
-
2. შეათბე ინფუზიური ხსნარები, სხეულის ღრუს გამოსარეცხი სითხე და სასუნთქი გზები.
-
შენიშვნა: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს თერაპიული ჰოპოთერმიის მეთოდის გამოყენება.538
ე. დროული მკურნალობა ერითროპოეტინით
-
1. ანემიის სწრაფი კორეგირების მიზნით იყენებენ ერითროპოეტინს მაღალი დოზებით.539-543
-
ა. მწვავე ანემიის მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ენდოგენური და ეგზოგენური ერითროპოეტინის გავლენით ზოგჯერ არ აღინიშნება ერითროპოეზის სტიმულაცია.544,545
-
-
2. პარალელურად დანიშნე რკინის პრეპარატები (ინტრავენურად).546-549
ვ. მწვავე ანემიის მძიმე ფორმის მართვა550
-
1. მაქსიმალურად გაზარდე ჟანგბადის მიწოდება (იხ. 3.)
-
ა. შეინარჩუნე ნორმოვოლემია (იხ. 7.ბ.)
-
ბ. ნორმის ფარგლებში შეინარჩუნე გულის წუთმოცულობა.
-
-
2. მინიმუმამდე დაიყვენე იატროგენული სისხლის დანაკარგი (იხ. 2.ა.)
-
3. მინიმუმამდე დაიყვანე ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარება (იხ. 3.გ.)
ზ. პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით
-
1. ანტიბიოტიკოთერაპიისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზიანებული ორგანოების რაოდენობა, კონტამინაციის ხარისხი და ნაწლავის დაზიანება.551,552
-
2. ინფექციის პრევენციის მიზნით ჭრილობის სწრაფი და სათანადო დამუშავება553 (განსაკუთრებით ფეკალური მასებით კონტამინაციის შემთხვევაში)
თ. თრომბოემბოლიის პრევენცია
-
1. მრავლობითი ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებში, რომელთაც თრომბოემბოლიის მაღალი რისკი აქვთ და სისხლდენის გამო ანტიკოაგულანტური პრეპარატები უკუნაჩვენებია, ხოლო სისხლდენის მექანიკური შეჩერება დაზიანებების გამო შეუძლებელი, შეგიძლია ქვედა ღრუ ვენაზე დააყენო ფილტრი და დააკვირდე, ხომ არ გრძელდება სისხლდენა.
ი. საჭიროების შემთხვევაში სხვა კლინიკაში დროული გადაყვანა
-
1. თუ კლინიკაში არ არის შესაბამისი აპარატურა და გამოცდილი მედპერსონალი, წინასწარ განიხილე პაციენტის სხვაგან გადაყვანის საკითხი.
7. ᲐᲜᲔᲛᲘᲐᲖᲔ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲛᲘᲡ ᲤᲘᲖᲘᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲠᲔᲐᲥᲪᲘᲐ
ა. კომპენსატორული მექანიზმები554
-
1. გულის წუთმოცულობის გაზრდა (გულისცემის სიხშირის და დარტყმითი მოცულობის)
-
2. გულისა და ტვინის (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების) პერფუზიის უზრუნველსაყოფად სისხლის ნაკადის გადანაწილება
-
3. ქსოვილთა მიერ ჟანგბადის გაზრდილი შეთვისება555,556
-
4. ჰემოგლობინის შემცირებული აფინურობა ჟანგბადის მიმართ
-
ა. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდის მარჯვნივ გადახრით ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგება უმჯობესდება (რაც 2, 3-დიფოსფოგლიცერატის დონის მომატების შედეგია).
-
-
შენიშვნა:
-
1. ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები ქრონიკული და მწვავე ანემიის შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებულია.
-
2. ნორმოვოლემიური ანემიის შემთხვევაში სისხლის სიბლანტის შემცირებას შედეგად მოჰყვება სისხლძარღვთა რეზისტენტობის შემცირება, მომატებული ვენური დაბრუნება და გულის წუთმოცულობა.
-
3. სისხლის სიბლანტის შემცირებამ შეიძლება შეამციროს თრომბოზული გართულებების რისკი.
-
ბ. ნორმოვოლემიური ანემიის ამტანობა
-
1. ნორმოვოლემიურ, საშუალო ფორმის ანემიას, თანმხლები დაავადებების მქონე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კარგად იტანენ.557-560
-
2. მონაცემების თანახმად, ბავშვები კარგად იტანენ ღრმა ინტრაოპერაციულ ნორმოვოლემიურ ჰემოდილუციას.561
-
3. მონაცემების თანახმად, ზრდასრულებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ჰემოდილუცია ჰემატოკრიტის 15%-მდე დაყვანით წარმატებით განხორციელდა.562-564
-
4. მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ჰემოგლობინის დონის შემცირებისას 45 გ/დლ-მდე ჟანგბადის სათანადო მიწოდება ნარჩუნდება და ადამიანს კარგად შეუძლია ნორმოვოლემიური ანემიის ატანა.565,566
-
შენიშვნა:
-
1. 8787 ასაკოვან პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელთაც გაუკეთდათ ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო, აჩვენა, რომ ჰემოგლობინის დონის დაწევამ 80 გ/დლ-მდე არ იმოქმედა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე (მათ შემთხვევაშიც კი, ვისაც ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები).567
-
2. ტრანსფუზიის ზღვარი 10/30-ზე (10 გ/დლ ჰემოგლობინი ან 30% ჰემატოკრიტი), თვითნებურად დადგენილი და მოძველებულია. შესაბამისად კონტროლირებადი პროსპექტული კვლევებით არ არის დამტკიცებული ერითროციტული მასის ტრანსფუზიის ეფექტურობა.568-570 არ არსებობს სამეცნიერო დასკვნა, რომელშიც მითითებულია ჰემოგლობინის ის დაბალი უსაფრთხო ზღვარი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰემოტრანსფუზიის კრიტერიუმად.571,572
-
3. კომპენსატორულ მექანიზმებზე, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ნორმოვოლემიური ანემიის ატანაში, შეიძლება არაერთმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა; ამიტომ ჟანგბადის მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სხვადასხვა ზომების მიღება:
-
1) მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა და გარკვეული პრეპარატების მიღება (მაგ.: ბეტა-ადრენერგული ან კალციუმის არხების ბლოკატორები)
-
2) ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა: ანესთეტიკები, საძილე საშუალებები, ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორები.
-
3) ინტრაოპერაციული მდგომარეობა (მაგ.: ჰიპოთერმია)
-
-
გ. კონსერვაციის გავლენა ერითროციტებზე
-
1. ერითროციტებში 2, 3-დიფოსფოგლიცერატის დონის შემცირების გამო ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების ფუნქციის დაქვეითება. ამ ფუნქციის აღსადგენად შეიძლება საჭირო იყოს 24-48 საათი.573,574
-
2. ერითროციტების ელასტიურობის დაქვეითება. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაზე სეფსისისა და სეპტიკური შოკის დროს.575,576
-
3. მიკროცირკულაციის დარღვევის და/ან კონსერვირებულ სისხლში მიკროაგრეგანტების ფორმირების გამო შემცირებულია ჟანგბადის მიწოდება. შედეგად სეფსისისა და შოკის დროს შეიძლება დაირღვეს მიკროცირკულაციური ოქსიგენაცია.577
გავრცელებულია სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის
ქირურგიულ პაციენტებში სისხლის გადასხმის გარეშე ანემიისა და სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა a
© 2001, 2023 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. Email: HIS@jw.org
a მკურნალობის სტრატეგიების დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია და რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ პრაქტიკოსი მედიკოსებისთვის. ამ დოკუმენტის მიზანი არ არის სამედიცინო რჩევებისა და მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა და არც კვალიფიციური მედიკოსების ჩანაცვლება. ეს დოკუმენტი რეკომენდაციას არ უწევს რომელიმე ანალიზს, ექიმს, მედიკამენტს ან პროცედურას. დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ინფორმაცია ყოფილიყო ზუსტი და დროული. თუმცა, აქ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი არ არის მისაღები და შესაფერისი ყველა პაციენტისთვის. თითოეული წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას, მუდმივად ფლობდეს უახლეს ინფორმაციას; ასევე უნდა შეეძლოს მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და პაციენტისთვის დახმარების გაწევა გადაწყვეტილების მიღებისას მისი სურვილის, ღირებულებების და რწმენის გათვალისწინებით. ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობასთან დაკავშირებით პაციენტები ყოველთვის უნდა მიმართავდნენ კვალიფიციურ მედიკოსებს.